სოფო ჯაფარიძე - ყველანაირად გასწორდება ხარვეზები - ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მეორე ტური არ იქნება

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, პარტიის თავმჯდომარის არჩევნების შედეგებზე წინასწარ საუბარი წარმოუდგენელია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საარჩევნო პროცესი მცირე ხარვეზებით მიმდინარეობს.

" 19:00 საათიდან დაიწყო სმს-ების გაგზავნა, რომელიც მიუვათ იმ ადამიანებს, ვისაც აქამდე არ მისვლიათ. ყველანაირად გასწორდება ხარვეზები.

რაც შეეხება იმას, რომ წინასწარ რომელიმე კანდიდატმა იცის, თუ ვინ, რამდენი ხმა მიიღო და ა.შ. ეს არის ტყუილი, კომისიის არცერთს წევრს არ აქვს ამაზე წვდომა, თუ ვის მისცა ხმა, ეს არის სრულად ფარული. აქედან გამომდინარე, წინასწარ ციფრებზე საუბარი, თუ ვინ რამდენი პროცენტი მიიღო, ეს არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს",- განაცხადა ჯაფარიძემ.

მან აღნიშნა, რომ თუ ნიკა მელია არ გაიმარჯვებს, პარტიაში მაინც დარჩება.

"აუცილებლად დავრჩები პარტიაში, აუცილებლად გავაგრძელებ ბრძოლას მიხეილ სააკაშვილის გადარჩენისთვის, ოლიგარქიული რეჟიმის დასამარცხებლად, მაგრამ უფრო უკანა პოზიციიდან გავაგრძელებ, ვიდრე ნიკასთან ერთად. ნიკასთან ერთად მზად ვარ ბრძოლის წინა ხაზზე ვიყო", - განაცხადა ჯაფარიძემ.

მან საარჩევნო კამპანიაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა.

ამასთან, სოფო ჯაფარიძე მეორე ტურს გამორიცხავს.

"ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მეორე ტური არ იქნება. მჯერა, პირველივე ტურში ნიკა მელია გაიმარჯვებს", - განაცხადა ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო