ირაკლი ალადაშვილი - უკრაინამ თავიდანვე უთხრა დასავლეთს: სისხლი ჩვენი, იარაღი, ფული, დახმარება თქვენი - რუსეთს კი უჭირს, მაგრამ იმდენს მაინც შეძლებს, სისხლისღვრა გააგრძელოს

უკრაინამ თავიდანვე უთხრა დასავლეთს: სისხლი ჩვენი, იარაღი, ფული, დახმარება თქვენი -რუსეთს კი უჭირს, მაგრამ იმდენს მაინც შეძლებს, რომ სისხლისღვრა გააგრძელოს , - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” მთავარმა რედაქტორმა, ირაკლი ალადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა,

როგორს ის განმარტავს, დასავლეთში ყველა და განსაკუთრებით, პოლონელები ხვდებიან, რომ თუ უკრაინა დაეცა, შემდეგ მათი ჯერი მოვა.

„უკრაინამ თავიდანვე უთხრა დასავლეთს: სისხლი ჩვენი, იარაღი, ფული, დახმარება თქვენი. დასავლეთში ყველა ხვდება ამას, განსაკუთრებით პოლონელები ხვდებიან და იმიტომ ეხმარებიან ასე უკრაინელებს. იციან, რომ თუ უკრაინა დაეცა, შემდეგ მათი ჯერი მოვა. რუსები გავლენ პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვარზე, ბელარუსში ისედაც არიან და მიადგებიან პოლონეთს. ამიტომ, ეხმარებიან“,- აღნიშნავს ალადაშვილი.

მან უკრაინის შეიარაღებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა იქნება, რომელსაც ერთდროულად შეიარაღებაში ათამდე სახეობის სხვადასხვა ტანკი ექნება.

„მნიშვნელობა ექნება იმას, რომ ცალ-ცალკე მათი გაბნევა არ შეიძლება. შეიძლება ამ სატანკო დანაყოფებმა გარკვეულ მიმართულებაზე რაღაც უპირატესობა მოიპოვოს, თუმცა გარდატეხას ვერ მოიპოვებს. უკრაინელების პრობლემაა ის, რომ დაკარგეს საბრძოლო ინიციატივა. მას შემდეგ, რაც მათ გასული წლის სექტემბერში გააკეთეს საოცარი ოპერაცია ხარკოვში და გაათავისუფლეს დიდი ტერიტორია, შემდეგ ხერსონში ვნახეთ რა მოხდა, საბრძოლო უპირატესობა უკრაინისკენ იყო. თუმცა, აქ რამდენიმე დამთხვევა მოხდა, პირველი ის, რომ დაიწყო წვიმის სეზონი, შემდეგ ზამთრის პერიოდი და რუსეთმა გამოიყენა ის უპირატესობა, რასაც ჰქვია ნახევრად მობილიზაციის დაწყება, ბახმუტსა და სოლედარზეც რაც გააკეთეს. უკრაინელებს არ მისცეს შესაძლებლობა, რომ მომზადებულიყვნენ კონტრიერიშებისკენ, იძულებულები იყვნენ მთელი ძალები გადაესროლათ სოლედარის და ბახმუტის დასაცავად...რუსეთს კი უჭირს, მაგრამ იმდენს მაინც შეძლებს, რომ სისხლისღვრა გააგრძელოს. მე მგონია, რომ ყველაზე კარგად ეკონომიკური სანქციები იმუშავებს“,- განმარტავს ალადაშვილი.

მან საქართველოს და უკრაინის ურთიერთობებსა და შეიარაღებაზეც ისაუბრა. როგორც ალადაშვილი განმარტავს, ის ტანკები, რაც საქართველოს აქვს, 40 წლის არის, ანალოგიურ ვითარებაშია რაკეტებიც.

„ყველა ვუყურებთ, რომ, სამწუხაროდ, ჩვენი ორი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის პირადი ცუდი ურთიერთობებია. რაც შეეხება იარაღს, ერთი ამბობს ყველაფერი მივცეთ, მეორე კი ამბობს, რომ საქართველოში ხომ უნდა დაგვრჩეს რაღაც. დღეს ისეა არეული, რომ ჩვენს დასახმარებლად არც მანამდე მოუკლავთ თავი და ახლაც არავინ მოიკლავს. ეს ყველა ტექნიკა ძველდება, ჩვენ რაც გვაქვს ტანკები თითქმის 40 წლის ხდება, იგივე რაკეტები. ყველაფერს თავისი ვადა აქვს“, - აღნიშნავს ალადაშვილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა