კობა ნაყოფია - ბოლო მონაცემებით, "ნაციონალური მოძრაობის" არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 38 635-მა ადამიანმა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის კობა ნაყოფიას ინფორმაციით, ბოლო მონაცემების თანახმად, თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა 38 635-მა ადამიანმა მიიღო.

როგორც მან, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინფზე აღნიშნა, მოსახლეობს ინტერესი არჩევნებისადმი მაღალია.

" ბოლო მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 38 635-მა ადამიანმა, რაც შეადგენს დარეგისტრირებულთა 77.83%-ს. არჩევნების გეოგრაფია ვრცელია. პირველ ადგილზე საქართველოა, სადაც არჩევნებში მონაწილეთა 88.36% საქართველოში იმყოფება, მეორე ადგილზეა იტალია 2.58%-ით, საბერძნეთი 1.69%, გერმანია 1.27% და ასე შემდეგ. 30-35 ქვეყნის ჩამონათვალია. ეს მეტყველებს, რომ ამ ორი დღის განმავლობაში აქტიურობა ძალიან მაღალი იყო. ინტერესი არჩევნებისადმი მაღალია. ველოდებით, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. მოგეხსენებათ, გუშინ იყო გარკვეული ტიპის ხარვეზი, ამომრჩეველს არ მიდიოდა ვერიფიკაციის კოდი. ეს პრობლემა გამოსწორებულია, საღამოდან დაიწყო გაგზავნა იმ ადამიანებთან, ვისაც არ მიუვიდა. შეამჩნევდით, რომ საღამოსკენ აქტიურობა ცოტა მეტი იყო, ვიდრე დღისით. ველოდებით, რომ 40 ათას ამომრჩეველს გადაცდება დღეს, დილით კი კიდევ უფრო მეტს ველოდებით",- აღნიშნავს ნაყოფია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა