საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 14:15 საათზე, უწყებაში ავსტრიის ფედერალური კანცლერის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართება.
15:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.