კობა ნაყოფია - პარტიაში როგორც მინიმუმ ვიქნები მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის და ივანიშვილის პირადი ტყვე ქართულ ციხეში - პარტიას არ დავტოვებ, მაგის იმედი ნურავის აქვს

მე პარტიაში როგორც მინიმუმ ვიქნები მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის და ივანიშვილის პირადი ტყვე ქართულ ციხეში, ამიტომ მე პარტიას არ დავტოვებ. მაგის იმედი ნურავის აქვს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ის სავარაუდოდ, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

„რაც შეეხება ჩემს თანამდებობას - პოლიტსაბჭოს არჩევნები ისედაც არის მარტში. დიდი ალბათობით, არ მივიღებ მონაწილეობას პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე”,- განაცხადა ნაყოფიამ.

ნაყოფია არ ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ორ ფლანგად დაიშლება.

„არ მგონია, რომ ორ ფლანგად დაიშალოს. „ნაციონალური მოძრაობა" არის ძალიან დიდი პარტია და არა მგონია, ეს პროცესები მოჰყვეს, თუმცა ალბათ, გადანაცვლებები მოხდება მმართველ რგოლში. ეს ბუნებრივია, როცა ერთი კანდიდატი იმარჯვებს, იმას მართვაში თავისი გუნდი მოჰყავს. ამაში არაფერი გასაკვირი არ არის”, - განაცხადა ნაყოფიამ.

შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. მან ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% მიიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%. ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა 41 264 პირმა მიიღო.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას