დიმიტრი ხუნდაძე - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოუგო საკუთარ თავს - ახლა, ალბათ, „ხაბე“ „ხებეებს“ ჩააცმევს საკუთარ ამომრჩეველს და მოამზადებს რევოლუციისთვის

„ნაციონალურმა მოძრაობამ" მოუგო საკუთარ თავს, ახლა, ალბათ, „ხაბე“ „ხებეებს“ ჩააცმევს საკუთარ ამომრჩეველს და მოამზადებს რევოლუციისთვის,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ის სწორედ ლევან ხაბეიშვილს გულშემატკივრობდა.

„ლევან ხაბეიშვილი გულწრფელად მემეტებოდა „ნაციონალური მოძრაობისთვის". „ნაციონალურმა მოძრაობამ" მოუგო საკუთარ თავს, ახლა ვნახოთ, ალბათ „ხაბე“ „ხებეებს“ ჩააცმევს საკუთარ ამომრჩეველს და მოამზადებს რევოლუციისთვის. ვნახოთ, შემდეგი რა სახალისო შემოთავაზება იქნება მისგან. ეს სახეები არიან დისკრედიტირებულები. მათ მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციის ჟინი აქვთ, რაც წარუმატებელი იქნება ქვეყანაში. მათ ექნებათ ამის მცდელობა, მაგრამ შედეგი მათთვის სასურველი ვერ დადგება. მოსალოდნელი იყო, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ის ფრთა გაიმარჯვებდა, რომელიც უფრო მეტად დესტრუქციული და ყველაფრის მკადრებელია და ვისი პატრონებიც და თავად შემსრულებლებიც სწორედ ამით არიან გამორჩეულები, ეს არის მათი მახასიათებელი: დესტრუქცია, ძალადობა, არავითარი სინანული წარსულზე, ალბათ, პირიქით, თვლიან, რომ მაგ დააკლდათ ძალადობა, რაც მანამდე ჩაიდინეს”, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა