ლაშა ფარულავა - ლევან ხაბეიშვილი იქნება გარანტი „ნაციონალურ მოძრაობაში“ იმ დღის წესრიგის, რომელიც საქართველოს ევროპული პერსპექტივის რეალიზებას მოუტანს

უპირატესობა არის მყარი და ლევან ხაბეიშვილი იქნება გარანტი „ნაციონალურ მოძრაობაში“ იმ დღის წესრიგის, რომელიც საქართველოს კეთილსინდისიერ მოქალაქეს ევროპული პერსპექტივის რეალიზებას მოუტანს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის წარმომადგენელმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის გამარჯვება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების გამარჯვებაა.

„ჩვენ ვაცხადებდით, რომ 30 000 მხარდამჭერი გვყავდა. 21 000 დარეგისტრირდა. ლევან ხაბეიშვილმა პირველივე ტურში გაიმარჯვა. უპირატესობა არის მყარი და ლევან ხაბეიშვილი იქნება გარანტი „ნაციონალურ მოძრაობაში“ იმ დღის წესრიგის, რომელიც საქართველოს კეთილსინდისიერ მოქალაქეს ევროპული პერსპექტივის რეალიზებას მოუტანს და რაც მთავარია, ჩვენ დავიწყებთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და მისი ჰუმანიტარული მიზნით გადაყვანისთვის ბრძოლას. ეს გამარჯვება არის „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა მხარდამჭერის გამარჯვება. ეს არის პირველ რიგში, იმ პასუხისმგებლობის ერთიანობა, რაც კომისიაში იყო. მე მინდა კომისიის ყველა წევრს მადლობა გადავუხადო იმ შრომისთვის, რომელიც გასწიეს,“ - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. მან ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% მიიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%. ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა 41 264 პირმა მიიღო.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა