გია ხუხაშვილი - ყველაზე მყვირალა, სინამდვილეში არაფრის გამკეთებელმა, რადიკალურმა ფრთამ გაიმარჯვა - ხაბეიშვილი ხელისუფლების ფავორიტი იყო და როგორც ჩანს, მოახერხეს თავმჯდომარედ მისი გაყვანა

ყველაზე მყვირალა და სინამდვილეში არაფრის გამკეთებელმა, ყველაზე რადიკალურმა ფრთამ გაიმარჯვა, რაც ხელისუფლების ინტერესებშია, ანუ ხელისუფლების ფავორიტი იყო ხაბეიშვილი და როგორც ჩანს, მოახერხეს მისი გაყვანა და თავმჯდომარედ გახდომა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევას გამოეხმაურა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ ელექტორალური თვალსაზრისით გაყოფილია.

„არჩევნები როგორც არ უნდა დასრულებულიყო ელექტორალური თვალსაზრისით, პარტიაში პრობლემა უკვე არის. ამ თვალსაზრისით, პარტია უკვე გაიყო. შეიძლება ფორმალურად პარტიის გახლეჩა არ დაფიქსირდეს, მაგრამ დაპირისპირება იმდენად მწვავე ხასიათს ატარებს, რომ ელექტორალურად ის უკვე გაყოფილია.

რაც შეეხება პერსპექტივას - ეს არის ის სცენარი, რომელიც ხელისუფლების ინტერესებშია, რადგან ხელისუფლებამ მთელი ამ 10 წლის განმავლობაში ითამაშა „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალიზმზე, დაპირისპირებაზე, მტრის ხატის ხატვაზე და რეალურად მივიღეთ სურათი, როდესაც ყველაზე მყვირალა და სინამდვილეში არაფრის გამკეთებელმა, ყველაზე რადიკალურმა ფრთამ გაიმარჯვა, რაც ხელისუფლების ინტერესებშია, ანუ ხელისუფლების ფავორიტი იყო ხაბეიშვილი და როგორც ჩანს, მოახერხეს თავმჯდომარედ მისი გაყვანა.

რაც შეეხება სახელმწიფოებრივი პოლიტიკის თვალსაზრისით, ეს პროცესი რაც ხდება, სასარგებლოა, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმოდგენა, როგორც ბოროტების ღერძად, მეორე პოლუსად ხელისუფლებას გაუჭირდება, საკმაოდ დასუსტდა ეს არგუმენტი. ელექტორალური გაყოფა გამოიწვევს იმას, რომ ორპოლუსიანობის ფორმირება ხელისუფლებას სამომავლოდ გაუჭირდება და ეს კიდევ მულტიპარტიული დემოკრატიის დამკვიდრების თვალსაზრისით, საქართველოსთვის, ჩემი აზრით, კარგია“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. ხაბეიშვილმა ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა