გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე აშშ-ის სირაქიუზის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე ამერიკელ მოსამართლეს, აშშ-ში სირაქიუზის უნივერსიტეტის უსაფრთხოების პოლიტიკისა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორს ჯეიმს ბეიკერს და ამავე უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანის მოადგილეს, ენდრიუ ჰორსფოლს შეხვდა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ნინო აღლემაშვილი და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი ესწრებოდნენ.

„გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა, აშშ-ის დელეგაციის წევრებს საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული, ასევე მიმდინარე რეფორმების და პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრაზე ისაუბრეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, პროკურატურის დამოუკიდებლობის გაძლიერების, ეფექტიანი საქმიანობის და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯების შესახებ.

ჯეიმს ბეიკერმა და ენდრიუ ჰორსფოლმა შეხვედრის მონაწილეებს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს; ასევე, განსაკუთრებული ყურადღება მართლმსაჯულების განვითარების პროცესში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტის როლს დაეთმო.

გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ, ამერიკელ სტუმრებს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის მიმართ გამოხატული ინტერესისა და გამოცდილების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოხატეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა