თეა ახვლედიანმა მოლდოვის ვიცე-პრემიერთან რეინტეგრაციის საკითხებში ოლეგ სერებრიანთან შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა მოლდოვის ვიცე-პრემიერთან რეინტეგრაციის საკითხებში ოლეგ სერებრიანთან, რომელიც საქართველოში ორ-დღიანი სამუშაო ვიზიტით, სახელმწიფო მინისტრის მოწვევით იმყოფება, შეხვედრა გამართა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და მოლდოვის რესპუბლიკის რეინტეგრაციის ბიუროს შორის პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მზაობას და მნიშვნელობას, მათ შორის 2018 წელს გაფორმებული ურთიერთგაგების და თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.

„მხარეებმა ერთმანეთს ინფორმაცია გაუზიარეს საქართველოსა და მოლდოვაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელების პროცესზე, მიმდინარე პროცესებზე და საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის მთავრობების მიერ გაწეულ ძალისხმევაზე.

სახელმწიფო მინისტრმა მიმოიხილა საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის სხვადასხვა განზომილება, პრიორიტეტები და ამოცანები და აქცენტი გააკეთა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან შერიგებისა და ჩართულობის მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე საქმიანობაზე, რაც მიზნად ისახავს ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის, დიალოგისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობას, ასევე კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

თეა ახვლედიანმა მოლდოვის ვიცე-პრემიერს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ძირითადი შედეგები და არსებული გამოწვევები გააცნო. საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე უფლებრივ და ჰუმანიტარულ ვითარებას, ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევების, ეთნიკური დისკრიმინაციის, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვის, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის ჩათვლით.

შეხვედრაზე აღინიშნა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიისა და მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად რეგიონში შექმნილი ურთულესი გამოწვევები და მათი გავლენა რეგიონულ უსაფრთხოებასა და საერთაშორისო ნორმებზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგზე. ხაზი გაესვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში საქართველოსა და მოლდოვას შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის როლს და შემდგომი მხარდაჭერის კონსოლიდაციის აუცილებლობას“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობითვე, მხარეები შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

„საქართველოს და მოლდოვას ჩვენ საერთო ინტერესებში შემავალი არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, საერთო მიზნები და გამოწვევებიც გვაკავშირებს, რომელთა შორის ცალსახად აღსანიშნავია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ისევე როგორც ევროკავშირში გაწევრიანება, და ზოგადად, ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება. შესაბამისად, გასული წლის განმავლობაში, სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და მოლდოვის რესპუბლიკის რეინტეგრაციის ბიუროს შორის მჭიდრო ურთიერთობების განახლებას და ახალი იმპულსის მიცემას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რის შედეგადაც, ჩვენი მოწვევით, საქართველოს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის ვიცე-პრემიერი სტუმრობს. შემდგომი ორი დღის მანძილზე მხარეებს საშუალება გვექნება განვიხილოთ აქტუალურ საკითხთა ფართო სპექტრი. დღევანდელ შეხვედრაზე კი ჩვენ ვიმსჯელეთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან ჩართულობის და შერიგების, ისევე როგორც მოლდოვის კონტროლს მიღმა არსებულ რეგიონთან მიმართებით ჩვენი მთავრობების მიერ გაწეულ ძალისხმევაზე, გავუზიარეთ ერთმანეთს დაგროვილი გამოცდილება და ჩვენი სამომავლო ხედვები, ისევე როგორც შევჯერდით ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის კონკრეტულ გზებზე“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მოლდოვის ვიცე-პრემიერი შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ვიცე-პრემიერთან - საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ვიცე-სპიკერთან - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარესთან და სხვა პარლამენტარებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან. ვიზიტი აგრეთვე ითვალისწინებს სახელმწიფო მინისტრთან ერთად ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის მონახულებას.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა