მიხეილ სარჯველაძე - ხაბეიშვილი მეტ დესტრუქციას და შეცდომას მოუტანს პარტიას - ესაა დასასრულის დასაწყისი

ხაბეიშვილი მეტ დესტრუქციას და შეცდომას მოუტანს პარტიას - ესაა დასასრულის დასაწყისი, ვიტყოდი, ამ პოლიტიკური პარტიის დასასრულის წინ წასული ფაზა,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, დესტრუქცია წარმატების მომტანი ვერ იქნება, რადგან ეს საზოგადოებამ შეაფასა, როგორც შეცდომა.

„ლევან ხაბეიშვილი გახდა პარტიის თავმჯდომარე, რას შეცვლის და რას მოუტანს - ალბათ, იმას, რითაც იყო წარდგენილი წინასაარჩევნო მიმართულებით: მეტ დესტრუქციას, მეტ შეცდომას. ფაქტია, მიმართულება, რაც არჩეული ჰქონდათ წინასაარჩევნოდ ამ დაპირისპირებულ ჯგუფებს, რომ მეტი დესტრუქცია გაეჩინათ და ის ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის შეეთავაზებინათ, ეს ხაზი იქნება შემდგომი მიმართულება, რაც მთლიანად საზოგადოებამ შეაფასა, როგორც შეცდომა. ამ მიმართულებით განვითარება ამ პოლიტიკურ პარტიას, არ მგონია, რომ დიდ წარმატებას უქადდეს, ეს არის ალბათ, ყველაზე მთავარი ფაქტორი, რაც გააჩინა ხაბეიშვილის გამარჯვებამ შიდაპარტიულ არჩევნებში.

ეს არ მგონია, რაიმე წარმატების მომტანი იყოს პარტიისთვის, უფრო მეტად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის დასასრულის დასაწყისი, ვიტყოდი დასასრულის წინ წასული ფაზა ამ პოლიტიკური პარტიისა”, - განაცხადა სარჯველაძემ.

სარჯველაძე გამოეხმაურა იაგო ხვიჩიას განცხადებასაც, რომ არჩევნები გაყალბდა და შესაძლოა, ხმა სხვა პარტიის, მათ შორის, „ქართული ოცნების“ წევრებს თუ ამომრჩევლებსაც მიეცათ, როგორც ეს სანდრო რაქვიაშვილმა და ვახტანგ მეგრელიშვილმა გააკეთეს.

როგორც სარჯველაძე აღნიშნავს, უცნაურად გამოიყურება, რომ სხვა პარტიის წევრები იმ პარტიის თავმჯდომარეს ირჩევენ, რომლის წევრებიც თვითონ არ არიან, თუმცა, თავად დაინტერესებული არ არის, რამდენად ლეგიტიმური იყო არჩევნები.

„მე ნამდვილად არ მიმიცია ხმა. ყველას თავისი მოსაზრება აქვს და ირჩევს, რა საკითხით იყოს დაინტერესებული, სიმართლე გითხრათ, დიდად ეს საკითხი არ მაინტერესებს, რამდენად ლეგიტიმურად ან სწორად წარიმართა პროცედურები. ისე კი, ცოტა უცნაურად გამოიყურება, რომ სხვა პარტიის წევრები იმ პარტიის თავმჯდომარეს ირჩევენ, რომლის წევრებიც თვითონ არ არიან”, - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. ხაბეიშვილმა ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა