გიორგი სააკაშვილი - როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს შოუ, სასამართლო - მივმართავ მოსამართლეს, დადექით ისტორიის სწორ მხარეს!

როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს შოუ, სასამართლო - მივმართავ მოსამართლეს, დადექით ისტორიის სწორ მხარეს ­და მიშას სამკურნალოდ გადასვლის საშუალება რაც შეიძლება მალე მიეცით, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან გათავისუფლების საკითხზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

როგორც გიორგი სააკაშვილი აცხადებს, ახლა ყველა დღეს მნიშვნელობა აქვს. ის „ვივამედის“ ხელმძღვანელს მიმართავს, უფრო მკაფიოდ განაცხადოს, რომ მისი ძმის მდგომარეობა ძალიან რთულია.

„ყველა დღეს მნიშვნელობა აქვს. დღევანდელი მონაცემებით, 68 კილოა. მმართველ ხელისუფლებას როგორ არ გრცხვენიათ, რა დონემდე მიიყვანეთ ადამიანი? თქვენთანაც შეიძლება მსგავსი მოხდეს. ამიტომ, მივმართავ ხელისუფლებას - არ ვიცი, ვინ იღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ ფაქტი ერთია - მიშა არის გადასარჩენი და ჩვენ ამას ვერასდროს შევეგუებით.

ასევე, კლინიკის ხელმძღვანელს მივმართავ - თქვენ ექიმი ხართ, ძალიან დიდი პატივს გცემთ. ამოიღეთ ხმა უფრო მკაფიოდ და განაცხადეთ, რომ მიშას მდგომარეობა ძალიან რთულია. ვისმენთ განცხადებებს, რომ საჭმელს არ იღებს და ამიტომაა 68 კგ. ეს არ არის მკურნალობა. აღიარეთ, რომ საქართველოში მიშას შესაბამის დონეზე მკურნალობა ვერ ხერხდება. ამას მოწმობს ისიც, რომ რეანიმაციაში არ გადაჰყავთ. რეანიმაციაში რომ გადაიყვანონ, მოსამართლემ იმ წუთასვე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რადგან მკაფიო გახდება, რომ მიშა სიცოცხლეს ცუდად ამთავრებს. ექიმებს მივმართავ, დადექით ჩვენს გვერდზე. მეტს ხომ არაფერს ვითხოვთ, მხოლოდ იმას, რომ ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს შოუ, სასამართლო. მეორე თუ მესამე თვეა მიმდინარეობს, შეიძლება კიდევ სამი თვე გაგრძელდეს და ყველა სიკვდილის თანამონაწილე გავხდებით“, - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა