მამუკა კაციტაძე - ის, რაც მოხდა, გამოიწვევს თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ დაზიანებას? - უკამათო პასუხია „კი“, მაგრამ ეს ნიშნავს თუ არა ოპოზიციის დაზიანებას და ხელისუფლების გაძლიერებას? - ვიტყოდი, რომ „არა“

რაღაც ასეთი უნდა მომხდარიყო, მაგრამ სხვა ფორმით. „ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიული წინასაარჩევნო ბატალიები და ერთმანეთისადმი რიტორიკა არაფრით ჩამოუვარდებოდა საერთო საარჩევნო ბატალიებს, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, მამუკა კაციტაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები შეაფასა, რომელშიც ლევან ხაბეიშვილმა ხმათა 52.58%-ით გაიმარჯვა.

კაციტაძის შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესი „დღეს არ დაწყებულა“ და „უკანასკნელი წლებიდან გამომდინარე, დღევანდელი მოვლენები გარდაუვალი იყო“.

„ბოლო 3-4 წლიდან გამომდინარე, ეს პროცესი გარდაუვალი იყო. რაღაც ასეთი უნდა მომხდარიყო, უბრალოდ ეს შეიძლება მომხდარიყო სხვა ფორმით. შიდაპარტიული წინასაარჩევნო ბატალიები ერთმანეთისადმი რიტორიკით არაფრით ჩამოუვარდებოდა საერთო საარჩევნო ბატალიებს. დღეს ყველანაირი ტიპის საუბარი იმაზე, რომ ამ ყველაფერმა ჩაიარა, უდანაკარგოდ დამთავრდება და ერთმანეთს შორის ყველაფერი ისე იქნება, როგორც ძველებურად. მგონია, რომ ეს ყველაფერი საკუთარი თავის შეძახებას უფრო ჰგავს. შენ თავს რაღაც იმედებს რომ აძლევ, იმას უფრო ჰგავს, მაგრამ მაინც მგონია, რომ მოხდება გარკვეული რღვევა. არ ვგულისხმობ, რომ შუაზე გაიყოფა.

ეს ყველაფერი დღეს არ დაწყებულა. ყველას კარგად გვახსოვს, რომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ახალმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დაასახელა ახალგაზრდების 12-ეული, ეს ახალგაზრდები აღმოჩნდნენ ეთერებში, ნიკა მელია აღმოჩნდა ციხეში, მერე ეს თორმეტეული გაქრა და ამ ყველაფერს ჩვენ ხომ ვუყურებდით? ეს ყველაფერი მოქმედებს ოპოზიციურ ელექტორატზეც. ჩემი, როგორც ერთ-ერთი ოპოზიციონერის მინიმუმ ამოცანა არის ის, რომ ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლები, მაგრამ ნიკა მელიას და მისი გუნდის მომხრეები, ხვალ არ დარჩეს გაწბილებული, ნიჰილიზმში გადავარდნილი და არჩევნების დროს არ დარჩეს სახლში.

ის, რაც დღეს მოხდა, გამოიწვევს თუ არა რაღაც წილად „ნაციონალური მოძრაობის“ დაზიანებას? - აქ უკამათო პასუხია, რომ „კი“, რაღაც წილად ეს პარტიის დაზიანებას გამოიწვევს. არ ვიცი, ეს იქნება 10% თუ 30%, მაგრამ გარკვეულ დაზიანებას გამოიწვევს. რადგან ეს იწვევს კონკრეტული პარტიის ელექტორალურად დაზიანებას, ჩნდება კითხვა ­- ნიშნავს ეს თუ არა ეს ოპოზიციის დაზიანებას და ხელისუფლების გაძლიერებას? აქ მე ვიტყოდი, რომ - „არა“, რადგან ყველაფერი წარმომიდგენია, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი ხვალ გახდეს „ოცნების“ ამომრჩეველი, ეს რთულად მაქვს წარმოდგენილი, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი რომ სახლში დარჩეს, ეს შესაძლებელია - ამომრჩევლის ნიჰილიზმში გადავარდნა შესაძლებელია“, - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. ხაბეიშვილმა ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა