გიორგი სააკაშვილი - ლევან ხაბეიშვილს მივულოცავ გამარჯვებას, ახლა მთავარია, დაიდოს გეგმა, რას ვაპირებთ - ნიკა მელიას წარმატებას ვუსურვებ, თუმცა პარტიაში არის ხოლმე პერიოდი, როცა ჩანაცვლება უნდა მოხდეს

ლევანს მივულოცავ გამარჯვებას - ჩემთვის, როგორც [მიხეილ სააკაშვილის] ძმისთვის, მთავარია, მაქსიმალურად მოკლე დროში დაიდოს გეგმა, რას ვაპირებთ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პროტესტის ყველა ფორმა მშვიდობიანი უნდა იყოს, მაგრამ ყველას უნდა დაანახონ, რომ „მიშამ უნდა იცოცხლოს“.

„პირველ რიგში, ლევანს მივულოცავ გამარჯვებას. ცხოვრება ასეა - ხან გაიმარჯვებ, ხან დამარცხდები, ვგულისხმობ ნიკა მელიას. ის დიდი ხნის განმავლობაში იყო პარტიის სახე. მას ყველა წარმატებას მივულოცავ, თუმცა პარტიაში არის ხოლმე პერიოდი, როდესაც ჩანაცვლება უნდა მოხდეს. დაველოდოთ მკაფიო გეგმას. ჩემთვის, როგორც ძმისთვის, მთავარია, მაქსიმალურად მოკლე დროში დაიდოს გეგმა, რას ვაპირებთ. პროტესტის ყველა ფორმა მშვიდობიანი უნდა იყოს, მაგრამ უნდა ვიყოთ ბევრნი და დავანახოთ ყველას, რომ მიშამ უნდა იცოცხლოს“,- განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. ხაბეიშვილმა ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა