საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები გაუმჯობესებული ფუნქციონალური მახასიათებლების მქონე ოქსიდური თერმოელექტრიკებისა და მაღალტემპერატურული ზეგამტარების შემუშავებაზე მუშაობენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ლაბორატორიაში, სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფი სათანადო დოპანტებისა და დანამატების შერჩევა–გამოყენების საფუძველზე, გაუმჯობესებული ფუნქციონალური მახასიათებლების მქონე ოქსიდური თერმოელექტრიკებისა და მაღალტემპერატურული ზეგამტარების შემუშავებაზე მუშაობენ. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კვლევის შედეგები წარდგენილ იქნა პრესტიჟულ საერთაშორისო კონფერენციებზე, როგორებიცაა: The 15th European Conference on Applied Superconductivity, International Conference on Oxide Materials for Electronic Engineering – fabrication, properties and application და ასევე, გამოქვეყნდა რეიტინგულ ჟურნალებში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის სწავლული მდივნის, გიორგი მუმლაძის განცხადებით, ლაბორატორიის თანამშრომლებმა მოიპოვეს 6 პატენტი.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის მეცნიერებმა გაიმარჯვეს 8 საგრანტო კონკურსში. ამ ეტაპზე 4 მოქმედი პროექტიდან 2 ინდივიდუალურია. ლაბორატორიაში მიმდინარეობს კვლევები 2 დამოუკიდებელი სამეცნიერო მიმართულებით. ფიზიკურ–ტექნოლოგიური კვლევები ლაბორატორიაში ორი დამოუკიდებელი მიმართულებით ვითარდება და კვლევის ობიექტებია განსხვავებული დანიშნულების მქონე ორი მასალა: ოქსიდური თერმოელექტრიკები და მაღალტემპერატურული ზეგამტარები. ორივე მიმართულებით კვლევის უმთავრეს სტრატეგიას წარმოადგენს ამ მასალების ფუნქციონალური მახასიათებლების გაუმჯობესება სათანადო დოპანტებისა და დანამატების შერჩევა–გამოყენების საფუძველზე. ჩვენს სამეცნიერო ჯგუფს აკავშირებს მჭიდრო თანამშრომლობა იაპონელ, უნგრელ, შვედ და სომეხ კოლეგებთან. ლაბორატორიაში 3 ახალგაზრდა მეცნიერია, მათ შორის 2 დოქტორანტი ქალბატონია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ლაბორატორიაში მიმდინარე ფიზიკურ-ტექნოლოგიური კვლევები საგრძნობლად გააძლიერებს ქართველი მეცნიერების კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ასპარეზზე გლობალური ეკოგამოწვევების შესაბამისი მწვანე ტექნოლოგიების დარგში“, - აცხადებს გიორგი მუმლაძე.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტში დღეის მდგომარეობით მეცნიერები ოთხ უმნიშვნელოვანეს პროექტზე მუშაობენ, ესენია: „GE-2776, კობალტის ფუძიანი ოქსიდური მასალების თერმოელექტრული კონვერტაციის ეფექტურობის გაუმჯობესება დოპირებითა და მიკროსტრუქტურის მოდულაციით”, დონორი - საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი (სსტც); „AR-22-470, ბორატების შემცველი გრაფენ/კერამიკული თერმოელექტრული კომპოზიტები - ნაბიჯი კომერციალიზაციისკენ”, დონორი - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი; „YS-22-175, BN და TiN ნანოჩანართების ზეგავლენა Y(LRE)Ba2Cu3Oy (LRE=Sm და Eu) მტზ-ის მიკროსტრუქტურასა და ზეგამტარ თვისებებზე“, დონორი - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი; „PHDF-22-442, ბორაქსით დოპირების ზეგავლენა ფენოვანი კობალტიტების თერმოელექტრულ მახასიათებლებზე“, დონორი - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ლაბორატორიაში მიმდინარე ფიზიკურ–ტექნოლოგიური კვლევები საგრძნობლად გააძლიერებს ქართველი მეცნიერების კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ასპარეზზე გლობალური ეკოგამოწვევების შესაბამისი მწვანე ტექნოლოგიების დარგში.

„იაპონელი მეცნიერების მიერ აღმოჩენილი ოქსიდური თერმოელექტრიკები (კობალტიტები), ავლენს ბევრ მიმზიდველ თვისებას, როგორიცაა მაღალი ქიმიური და თერმული მედეგობა, დაბალი ფასი, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გამოყენება. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით დაბალი თერმოელექტრული ეფექტურობის გამო, ამ მასალების პრაქტიკული გამოყენება კვლავ პრობლემად რჩება. ამიტომ, სამეცნიერო ჯგუფების უდიდესი ძალისხმევა მთელ მსოფლიოში მიმართულია ოქსიდური თერმოელექტრიკების ეფექტურობის ამაღლებისაკენ. ამის ფონზე განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 100-ზე მეტი პროექტიდან საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა ბოლო კონკურსში დააფინანსა ორიოდე პროექტი, მათ შორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფის მიერ იაპონელ და უნგრელ მეცნიერებთან კოლაბორაციით წარდგენილი პროექტი. ვიმედოვნებთ, რომ ქართული ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევები სათანადო წვლილს შეიტანს მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე კვლევებში ახალი თაობის თერმოელექტრიკების მიმართულებით, წარმოაჩენს სტუ-ს, როგორც მოცემული სამეცნიერო მიმართულების ღირსეულ კერას. აღსანიშნავია, რომ მაღალტემპერატურული ზეგამტარობის მიმართულებით, ჩვენი ლაბორატორიის მიერ რეიტინგულ ჟურნალებში გამოქვეყნებული შედეგებისა და მიღებული პატენტების თანახმად, მიღწეულ იქნა ე.წ. ბისმუტისფუძიანი ზეგამტარის ფაზწარმოქმნის საგრძნობი დაჩქარება და დენგამტარობის უნარის მკვეთრი ზრდა და რაც მთავარია, მიღებული მასალა საბაზრო სტანდარტების მიხედვით კონკურენტუნარიანია“, - აცხადებს პროფესორი დავით გურგენიძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა