ვახტანგ ძაბირაძე - თუ ვინმემ მოიგო არჩევნებით, „ქართული ოცნებაა“, რადგან ხაბეიშვილის უკან იგულისხმება ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი, რომელთა მიმართ საზოგადოებაში ცალსახად უარყოფითი დამოკიდებულებაა

რთული პერიოდი დაუდგება „ნაციონალურ მოძრაობას“. გულწრფელად რომ გითხრათ, „ქართული ოცნებისთვის“ ლევან ხაბეიშვილის გამარჯვება არის მისწრება. თუ ვინმემ მოიგო ამ არჩევნებით, ერთ-ერთი სწორედ „ ქართული ოცნებაა“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევას გამოეხმაურა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, ლევან ხაბეიშვილის უკან ორი პიროვნება - ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი იგულისხმება, რომელთა მიმართაც საზოგადოებაში უარყოფითი დამოკიდებულებაა.

მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი აისახება პარტიაზეც და იმ საარჩევნო კამპანიაზეც, რომელსაც „ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნებზე გამოიყენებს.

„გულწრფელად გითხრათ, არ ველოდი, რომ ლევან ხაბეიშვილი გაიმარჯვებდა. ვიცოდი, რომ გარკვეული ძალები მუშაობდნენ, მაგრამ ნამდვილად არ ველოდი. პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ მძიმე ვითარება იქნება. ეს ნიშნავს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ის ნაწილი, რომელიც მეტ-ნაკლებად წარმოადგენს პარტიის სახეს, ალბათ, ჩამოშორდება „ნაციონალურ მოძრაობას“. ვფიქრობ, მიუხედავად დაძაბულობისა, ნიკა მელიას უფრო დიდი შანსი ჰქონდა გამარჯვების, ვიდრე ლევან ხაბეიშვილს. რთული პერიოდი დაუდგება „ნაციონალურ მოძრაობას“. გულწრფელად რომ გითხრათ, „ქართული ოცნებისთვის“ ლევან ხაბეიშვილის გამარჯვება არის მისწრება. თუ ვინმემ მოიგო ამ არჩევნებით, ერთ-ერთი სწორედ „ქართული ოცნებაა“, რადგან ლევან ხაბეიშვილის უკან იგულისხმება ორი პიროვნება - ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი, რომელთა მიმართაც საზოგადოებაში ცალსახად უარყოფითი დამოკიდებულებაა. ეს აისახება, რა თქმა უნდა, პარტიაზეც და ეს აისახება საარჩევნო კამპანიაზეც, რომელსაც „ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნებზე გამოიყენებს“, - განაცხადა ძაბირაძემ.

პოლიტოლოგის შეფასებით „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა გარდაუვალია და ერთიანობა ვერ შენარჩუნდება.

„ერთიანობის შენარჩუნება ისევ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ იქნება ცუდი, რადგან ერთმანეთს არ მისცემენ საშუალებას, რომ რაღაც ელექტორატი შეინარჩუნონ. თუ ფორმალურად იქნება ერთიანობა შენარჩუნებული, ჩემი აზრით, გარკვეული პერსონები რაღაც დროის შემდეგ უხმაუროდ დატოვებენ „ნაციონალურ მოძრაობას“, ამიტომ ორივე მხრისთვის აჯობებს, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ორ ნაწილად გაიყოფა.

„ხაბეიშვილი ახალს ვერაფერს გააკეთებს. ორიენტირი, რაზეც ის ლაპარაკობს, სააკაშვილის გამოხსნა და ა.შ. მთლიანად არის დამოკიდებული „ქართულ ოცნებაზე“. თუ სჭირდება „ქართულ ოცნებას“ სააკაშვილი ციხეში, იქნება ციხეში, თუ სჭირდება „ქართულ ოცნებას“ ის გაუშვებს სააკაშვილს საზღვარგარეთ.

არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული დროის განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფორმალური ერთიანობა შეინარჩუნოს, სხვა ერთიანობა ვერ იქნება და შეიძლება რევანშისთვის მზადება დაიწყოს, მაგრამ რთული თამაშია ეს და არ ველოდები „ნაციონალურ მოძრაობაში“ ასეთი რთული პოლიტიკური თამაშის დაგეგმვას და რეალიზებას, მიუხედავად იმასა, რომ ჩემი აზრით, ნიკა მელია და მის ირგვლივ არსებული გუნდი, პოლიტიკური ინტელექტის თვალსაზრისით მეორე გუნდზე (ვგულისხმობ ხაბეიშვილს და მის გუნდს) შეუდარებლად მაღლა დგას“, - განაცხადა ძაბირაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. ხაბეიშვილმა ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა