გიორგი ბარამიძე - მძიმე ბრძოლა იყო, ზოგ მომენტში ზღვარგადასული, მაგრამ ყველანი ვართ ერთი გუნდის წევრი და ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა გვაერთიანებს

მინდა მივულოცო ლევან ხაბეიშვილს. ძალიან მძიმე ბრძოლა იყო, ზოგ მომენტში ზღვარგადასული, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველანი ვართ ერთი გუნდის წევრი და ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა გვაერთიანებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა ენმ-ს თავმჯდომარესთან, ლევან ხაბეიშვილთან თანამშრომლობას, ბარამიძე აღნიშნავს, რომ „ცხადია“.

„ძალიან მძიმე ბრძოლა იყო. ზოგ მომენტში მოხდა იმ საზღვრებზე გადაცდენა, რომელიც წესით უნდა იყოს დაწესებული (არ არის დაწერილი, მაგრამ დაუწერელზე ვლაპარაკობ) ერთი გუნდის შიგნით ურთიერთობაში, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ყველანი ვართ ერთი გუნდის წევრი და გვაერთიანებს ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა ამ ეტაპზე. პირველი - მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა, მიშას, ნიკას და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლება პუტინისტური რეჟიმის ტყვეობიდან და მეორე - საქართველოს გათავისუფლება, საქართველოს მოღალატური გავრილოვების ბანდის მარწუხებისაგან,“ - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. მან ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% მიიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%. ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა 41 264 პირმა მიიღო.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა