დავით მათიკაშვილი - ამაზე მძიმე განაჩენს საკუთარი თავისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ გამოიტანდა - „ღირსეული“ თავმჯდომარე „ღირსეულ“ პოლიტიკურ ძალას „ღირსეული“ ფინიშისკენ წაიყვანს

მეტი რა უნდა დამართოდათ, როცა ადგნენ და პარტიის თავმჯდომარედ ხაბეიშვილი აირჩიეს, ამაზე მძიმე განაჩენს საკუთარი თავისთვის "ნაციონალური მოძრაობა" ვერ გამოიტანდა, "ღირსეული" თავმჯდომარე "ღირსეულ" პოლიტიკურ ძალას "ღირსეული" ფინიშისკენ წაიყვანს, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევას.

მათიკაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ თვითლიკვიდაციისკენ მიდის.

"ფერი ფერსა მადლი ღმერთსაო" - ისე იდეალურად უხდებოდნენ პარტია და თავმჯდომარე ერთმანეთს, როგორც ეს ხაბეიშვილი და "ნაციონალური მოძრაობაა", ძნელად წარმოსადგენია, ზუსტად გამოხატავდეს ამ პარტიის დესტრუქციას და ნახევრად კომიკურ სახეს, ალბათ, სხვა თავმჯდომარე ისეთი წარმატებით ვერ შეძლებდა, როგორც ხაბეიშვილი შეძლებს. იმ გზას, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ დიდი ხანია აქვს აღებული, ჭაობში ყოფნის და საბოლოოდ თვითლიკვიდაციის, „ბრწყინვალედ“, „ღირსეულად“ შეასრულებს ის კომიკური თავმჯდომარე, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" აირჩია. ამ დესტრუქციული პოლიტიკური ძალის დრო თითქმის ამოწურულია და ამ არჩევნების შედეგმა, რომელსაც ირონიულად თუ ვუწოდებთ არჩევნებს, თორემ სინამდვილეში რა ხდებოდა, ვინ ვის აძლევდა ხმას და ვინ ვის ემუქრებოდა კომპრომატებით, ცალკე საკითხია, თუმცა, ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადგინა, რომ უმდაბლესი ელექტორალური მხარდაჭერა აქვს ამ პარტიას და ის ხელმძღვანელობა ჰყავს პარტიას, რაც ეკუთვნის და იმსახურებს, მთელი თავის შინაარსით, დესტრუქციით და კომიკურობით, რომელსაც ახალი თავმჯდომარე ატარებს”, - განაცხადა მათიკაშვილმა.

რაც შეეხება არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის თაობაზე იაგო ხვიჩიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ თავად „ნაციონალური მოძრაობის“ ჯგუფის წევრების გარდა, მასში მონაწილეობა არავის მიუღია და არც ზეგავლენა მოუხდენია.

„სასაცილოც კი არის, როგორ შეიძლება ვინმეს ზეგავლენა მოეხდინა, როცა თვითგანადგურებას ეწევა პარტია, რაც გუშინდელი საკითხი არ არის და ის დესტრუქციული და ბინძური შიგთავსი, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებობს, ამოტივტივდა და ამ დუღილში, რომელიც მთელმა ქვეყანამ დაინახა, მოხდა ის, რაც მოხდა - ხაბეიშვილი გახდა იმ პარტიის თავმჯდომარე, რომელიც ერთ დროს ნომერი პირველი ოპოზიციური პარტია იყო, რომელიც ხელისუფლებიდან წავიდა, როცა ქართველმა ხალხმა გამოუტანა განაჩენი მათ, ახლა საკუთარი განაჩენი თვითონ გამოიტანეს და ოპოზიციიდანაც წავლენ ცოტა ხანში. რადიკალიზმი და დესტრუქცია პოლიტიკიდანაც უნდა გაქრეს”, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა