მოლდოვის ვიცე-პრემიერი - გეოპოლიტიკური გარემო შავი ზღვის რეგიონის გარშემო მნიშვნელოვნად შეიცვალა, რამაც თავის მხრივ, შეცვალა კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკა როგორც საქართველოში, ისე მოლდოვაში

გეოპოლიტიკური გარემო შავი ზღვის რეგიონის გარშემო მნიშვნელოვნად შეიცვალა, რამაც თავის მხრივ, შეცვალა კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკა როგორც საქართველოში, ისე მოლდოვაში,- ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა ოლეგ სერებრიანმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან თეა ახვლედიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა ქმედებების კოორდინაცია მოლდოვისა და საქართველოს ქვეყნების რეინტეგრაციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით.

„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ჩემს ქართველ კოლეგასთან, მინისტრ თეა ახვლედიანთან. რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის რანგში პირველად ვიმყოფები საქართველოში. სამწუხაროდ, ორივე ქვეყანას, მოლდოვასა და საქართველოს, აქვთ სეპარატიზმის პრობლემა, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან, ხოლო მოლდოვის რესპუბლიკას დნესტრისპირეთის რეგიონთან მიმართებით. ორივე შემთხვევაში სეპარატიზმს აქვს მსგავსი წარმომავლობა საბჭოთა კავშირის ბოლო წლებიდან. სეპარატისტული მოძრაობები ორივე ქვეყანაში მხარდაჭერილია ერთი და იგივე ქვეყნის, რუსეთის ფედერაციის მიერ.

ახლა საჭიროა ჩვენი ქმედებების კოორდინაცია ჩვენი ქვეყნების რეინტეგრაციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. ძალიან ტურბულენტური პერიოდია შავი ზღვის რეგიონისთვის, რაც განპირობებულია რუსეთის ფედერაციის არაპროვოცირებული აგრესიით უკრაინაში. გეოპოლიტიკური გარემო შავი ზღვის რეგიონის გარშემო მნიშვნელოვნად შეიცვალა, რამაც თავის მხრივ, შეცვალა კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკა როგორც საქართველოში, ისე მოლდოვაში.

დარწმუნებული ვარ, რომ მექნება ორი საკმაოდ დატვირთული და წარმატებული სამუშაო დღე საქართველოში. დაგეგმილია ძალიან საინტერესო განხილვები საპარლამენტო და სამთავრობო დონეზე, მექნება შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებთან, ეკონომიკური მიმართულება ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც ქვეყნის რეინტეგრაციის პროცესზე მუშაობენ.

ვიმედოვნებ, რომ ეს ვიზიტი ჩვენი ქვეყნების რეინტეგრაციის პროცესში ახალი ორმხრივი თანამშრომლობის დასაწყისი იქნება“,- განაცხადა ოლეგ სერებრიანმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა