მიხეილ დაუშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებში ივანიშვილმა გაიმარჯვა

„ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებში ივანიშვილმა გაიმარჯვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

დაუშვილის თქმით, რაც უფრო მეტი იქნება რადიკალიზაცია, ეს „ქართულ ოცნებას“ დაეხმარება. დაუშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი მოქმედებებით „ქართულ ოცნებას“ ეხმარება ძალაუფლების შენარჩუნებაში.

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის, საბოლოო ჯამში, ვინ გაიმარჯვა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა და ცხადი გახდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არც უნარი აქვს, არც შესაძლებლობა და როგორც ჩანს, არც სურვილი იმის, რომ „ქართული ოცნება“ და ბატონი ივანიშვილი ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადაიყვანოს. შესაბამისად, ამ არჩევნებში, აქედან გამომდინარე, გაიმარჯვა ბატონმა ივანიშვილმა და ეს არის რეალობა. კიდევ ერთი მოტივაცია იქნება ეს ჩვენთვის, რომ კიდევ უფრო მეტად აქტიურად და ძირფესვიანად მოვემზადოთ შემდეგ არჩევნებისთვის,“ - განაცხადა დაუშვილმა.

ცნობისათვის, „ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიული არჩევნების შედეგად, პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა