მინისტრი - პროგრამა „მშენებლობა განვადებით“ დამატებითი შესაძლებლობაა, რაც 2022 წელს მოგვეცა, რათა მნიშვნელოვანი პროექტების ინიცირება ვადაზე უფრო ადრე მომხდარიყო

„მშენებლობა განვადებით“ დამატებითი შესაძლებლობაა, რაც 2022 წელს მოგვეცა, რათა მნიშვნელოვანი პროექტების ინიცირება ვადაზე უფრო ადრე მომხდარიყო - პროგრამაში ჩვენი სამინისტრო წყალმომარაგების კომპანიის სახით იყო წარმოდგენილი და ხელმოწერილია ხელშეკრულებები, რომელიც კონკრეტულ ქალაქებში 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფას ითვალისწინებს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, განვადებით მშენებლობის პროგრამაში მისი უწყების მიმართულება გეგმაზომიერად ვითარდება.

„პროგრამაში - „მშენებლობა განვადებით“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო წყალმომარაგების კომპანიის სახით იყო წარმოდგენილი. ხელმოწერილია ხელშეკრულებები, რომელიც კონკრეტულ ქალაქებში 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფას ითვალისწინებს. კიდევ გრძელდება აღნიშნული პროექტი, რამდენიმე ტენდერი წელსაცაა გათვალისწინებული, რითაც მნიშვნელოვნად დავაახლოებთ გეგმას, რომელიც 2025 წლის ბოლომდე ყველა ქალაქში 24-საათიანი წყალმომარაგების გეგმას ემსახურება. აღნიშნული მიმართულება გეგმაზომიერად ვითარდება. ეს იყო ის დამატებითი შესაძლებლობა, რაც 2022 წელს მოგვეცა, რათა მნიშვნელოვანი პროექტების ინიცირება ვადაში უფრო ადრე მომხდარიყო, განვადება კი ტრანშებით ანგარიშსწორებას გულისხმობდა, რაც ბიუჯეტის ფარგლებში მოგცემდა შესაძლებლობას და მეორე მხრივ პროგრამაში კერძო კომპანიები იქნებოდნენ ჩართულები. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა