თუკი არავითარი ინფექცია არ გაქვთ და კისრის, იღლიებისა და საზარდულის არეში, ზრდად შეშუპებას გრძნობთ, გაფრთხილდით... შეშუპებული გლანდები, რომლიც ხელით ისინჯება და 2 სანტიმეტრს აღემატება შესაძლოა ლიმფური კვანძების სიმსივნეზე მიუთითებდეს. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია, რომ ჰემატოლოგს მიმართოთ, მაგრამ პანიკას არ აყვეთ, რადგანაც ლიმფომა განკურნებადი დაავადებაა. პროფესორმა დოქტორმა სირეტ რატიფმა, რომელიც Acıbadem Altunizade-ს საავადმყოფოს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრის ხელმძღვანელი და ჰემატოლოგია, აგვიხსნა რომ რაც უფრო ადრეულ ეტაპზე ხდება პრობლემის აღმოჩენა, მკურნალობაც უფრო ეფექტიანია. მან ასევე მოგვაწოდა ინფორმაცია დაავადებისა და მკურნალობის ტიპებზე.
„იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც შესამოწმებლად მოდიან გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე მათი ვისაც რეალურად აქვს ლიმფომა.“
ლიმფური კვანძები ადამიანის სხეულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დამცავი მექანიზმია. ჩვენს სხეულში არსებული ათასობით ლიმფური კვანძი წარმოადგენს იმუნური სისტემის ნაწილს, რომელიც ინფექციებსა და დაავადებებთან გამკლავებაში გვეხმარება. ინფექციების დროს, ლიმფური კვანძები იზრდება, დაავადების დასრულების შემდეგ კი თავის ბუნებრივ ზომას უბრუნდება, რაც სრულიად ბუნებრივი პროცესია. ლიმფომა ლიმფური კვანძების ავთვისებიანი სიმსივნეა. აღსანიშნავია, რომ ლიმფომაზე ეჭვით ექიმს ბევრი ადამიანი მიმართავს, როდესაც ყურის, ცხვირისა და ყელის ინფექციების დროს კისრის არე შეშუპებული აქვთ. პროფესორი, დოქტორი სირეტ რატიფი, რომლის თქმითაც: „იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც შესამოწმებლად მოდიან გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე მათი ვისაც რეალურად აქვს პრობლემა“, გვესაუბრება ქვემოთ მოცემულ სიმპტომებზე.
ლიმფომის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი სიმპტომები
1- ლიმფური კვანძების შეშუპება, რომელიც არ ქრება და ზრდას აგრძელებს
შეშუპება, რომელიც ყოველგვარი ინფექციის არსებობის გარეშე ვითარდება, განსაკურებით კისრის, იღლიებისა და საზარდულის არეებში, და უმეტესწილად უმტკივნეულოდ აგრძელებს ზრდას.
2- უმიზეზო და სწრაფი წონის კლება
6 თვის მანძილზე ნორმალური წონის 10%-ის დაკლება ყოველგვარი დიეტისა და სხვა მიზეზების გარეშე შესაძლოა სიმპტომს წარმოადგენდეს.
3- ოფლიანობა ღამით
ოფლიანობა, განსაკუთრებით თბილ ამინდებში ნორმალური მოვლენაა. თუმცა ღამის ოფლიანობა, რომელიც ლიმფომის სიმპტომად შეიძლება განვიხილოთ საჭიროებას აჩენს ღამის განმავლობაში ტანსაცმელი და ზეწარი გამოიცვალოს.
4- მაღალი სიცხე
უმიზეზოდ აწეული სიცხე, რომელიც კონკრეტულ ინფექციას არ უკავშირდება.
რადიაცია და ქიმიური ნივთიერებები, როგორც გამომწვევი ფაქტორი
ლიმფომის სიმსივნის შემთხვევაში სიმსივნე ძირითადად ვითარდება ყველგან სადაც სისხლი მოძრაობს. ამ დროს კონკრეტული გამომწვევი მიზეზები არ არსებობს. თუმცა შემთხვევათა მცირე რაოდენობა რადიაციულ დასხივებას, ბენზინის შემცველ ქიმიურ ნივთიერებებსა და ვირუსულ ინფექციებს უკავშირდება. შემთხვევათა უმეტესობაში, ლიმფურ კვანძებში აქტივობაზე პასუხისმგებელი გენის შემთხვევითი დარღევა ფიქსირდება. უჯრედები დამოუკიდებლად ვითარდება, მრავლდება და სხვა ლიმფურ კვანძებზე ვრცელდება.
დაავადების მრავალი ტიპი არსებობს
ზოგადად ლიმფომა კლასიფიცირდება, როგორც ჰოდგკინის და არა ჰოდგკინის ლიმფომა, ხოლო არა ჰოდგკინის ლიმფომების მრავალი ტიპი არსებობს. არა ჰოდგკინის ლიმფომები მათი გავრცელების ტიპის მიხედვით სამი სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობენ. ერთი ასეთი ტიპის შემთხვევაში დაავადება სწრაფად იზრდება და პროგრესირებს. ასეთ დროს პაციენტი სასწრაფოდ უნდა მივიდეს საავადმყოფოში. მეორე ტიპი რამდენიმე თვისა და კვირის მანძილზე საშუალო სიჩქარით პროგრესირებს. მესამე ტიპი შედარებით ნელა პროგრესირებს და ფაქტობრივად შეიძლება პაციენტის მთელი სიცოცხლის მანძილზე ჩარევა საჭირო არ გახდეს. აღნიშნულ სამ კატეგორიაში მრავალი ტიპის ლიმფომა ექცევა, სწორედ ამიტომაც აუცილებელია გამოკვლევები დეტალური სიზუსტით განხორციელდეს.
პროფესორი დოქტორი სირეტ რატიფი:
„მკურნალობა შესაძლებელია ქიმიოთერაპიითა და ღეროვანი უჯრედების გადანერგვით!“
ლიმფომის სამკურნალოდ ქიმიოთერაპია და ღეროვანი უჯრედების გადანერგვა გამოიყენება. ლიმფომა განკურნებადი დაავადებაა და მისი ტიპის მიხედვით მკურნალობის მეთოდებიც განსხვავდება, თუმცა ყველა შემთხვევაში, ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირება უმნიშვნელოვანესია. ჰოდგკინის ლიმფომის 1-ლი და მე-2 სტადიის შემთხვევაში 80% -იანი შესაძლებლობა არსებობს, რომ პაციენტმა 5 წელი ჯანსაღად იცოცხლოს, ხოლო მე-3 და მე-4 სტადიის შემთხვევაში აღნიშნული პროცენტულობა 60-მდე იკლებს. არა ჰოდგკინის ლიმფომის შემთხვევაში სიცოცხლის შენარჩუნების მაჩვენებელი დროზეა დამოკიდებული, პაციენტების 60% კი სრულად განიკურნებიან. პაციენტების 30%, რომლებიც მკურნალობას არ ექვემდებარებიან შესაძლოა მაღალი დოზით ქიმიოთერაპიის და საკუთარი ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შედეგად გამოჯანმრთელდნენ. გარდა ამისა, მრავალი მედიკამენტი, რომელიც უკანასკნელი 10 წლის განმავლობა შეიქმნა მკურნალობის დამაიმედებელ პროგნოზს იძლევა.
ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 58, ტელ: 0322 158500
ქ. ბათუმი, ვ. გორგასლის ქ.156, ტელ: 0422 223000
ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქუჩა N60, ტელ: 0431 258500
გამოგვყევით სოციალურ ქსელში, მიიღეთ ყველაზე მნიშვნელოვანი განახლებები სამედიცინო სფეროში და უფასო, ალტერნატიული, მსოფლიოში წამყვანი მედიკოსების მოსაზრება.
ჯანმრთელობას გისურვებთ!
(R)