„თიბისი კაპიტალმა“ მთავარი ეკონომისტისგან ყოველკვირეული განახლება გამოაქვეყნა

„თიბისი კაპიტალმა“ მთავარი ეკონომისტისგან ყოველკვირეული განახლება გამოაქვეყნა.

როგორც „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ძლიერი სავალუტო შემოდინებების შედეგად, გრძელდება სებ-ის ინტერვენციები დეკემბერში, წინა თვეების მსგავსად, აშშ დოლარის თითქმის 100 მილიონის ოდენობით შესყიდვით.

„ლარის აშშ დოლართან გაცვლითი კურსის მხრივ, „თიბისი კაპიტალი“ კვლავ ინარჩუნებს შეფასებას, რომ აშშ დოლარის ევროსთან შემდგომ დასუსტებამდე, ლარის დამატებით მნიშვნელოვანი გამყარება ნაკლებად მოსალოდნელია.

აღსანიშნავია, რომ სხვა არსებით ფაქტორებთან ერთად, საერთაშორისო რეზერვების ზრდაც გახდა Fitch-ის მიერ რეიტინგის მოლოდინის გაუმჯობესების მიზეზი.

იანვრის სექტორული ბრუნვების ანალიტიკა აჩვენებს, რომ ეკონომიკის ზრდა ისევ ძლიერია. ეს შესაძლოა გახდეს მონეტარული პოლიტიკის მოლოდინებთან შედარებით უფრო ნაკლებად შერბილების არგუმენტი. თუმცა, თიბისი კაპიტალის შეფასებით, ინფლაციის შემცირება იანვარშიც გაგრძელდება. ამ მხრივ, საყურადღებოა, რომ როგორც ჩანს, ყოველთვიური ინფლაცია კვლავ სამიზნეზე დაბალი იქნება. ამასთან, ეს პროგნოზი რომც გამართლდეს, ბევრი იქნება დამოკიდებული ინფლაციის სხვადასხვა შემადგენლის დინამიკაზე. მთლიანობაში, თიბისი კაპიტალის მოლოდინით, მონეტარული პოლიტიკის შერბილება უფრო მარტში დაიწყება, თუმცა საპროცენტო განაკვეთის მიმდინარე კვირაში დაწევაც არაა გამორიცხული.

გაეცანით პუბლიკაციის სრულ ვერსიას ბმულზე.“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა