დენის შმიგალი - ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რომელიც ევროკავშირში უახლოესი ორი წლის განმავლობაში გაწევრიანებას ითვალისწინებს

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, სურს, რომ მისი ქვეყანა ევროკავშირში მომავალი ორი წლის განმავლობაში გაწევრიანდეს.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რომელიც ევროკავშირში უახლოესი ორი წლის განმავლობაში გაწევრიანებას ითვალისწინებს. ჩვენ ველით, რომ 2023 წელს უკვე შეგვეძლება მოლაპარაკებების ამ წინასწარი ეტაპის გამართვა“, - აღნიშნა უკრაინის პრემიერმა.

დენის შმიგალმა უკრაინაში კორუფციის საკითხზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ზელენსკის მთავრობა სერიოზულად ეკიდება ამ პრობლემას. „ჩვენ გვაქვს ნულოვანი ტოლერანტობა კორუფციის მიმართ. სამწუხაროდ, კორუფცია გუშინ არ დაბადებულა, მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ აღმოვფხვრით კორუფციას“, - განაცხადა უკრაინის პრემიერმა და დასძინა, რომ ეს არის გასაღები ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა