ნუგზარ წიკლაური - პარტიამ უკან გადადგა ნაბიჯი - ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკასა და პოლიტიკურ იდეალებზე

პარტიამ დღევანდელი გადაწყვეტილებით უკან გადადგა ნაბიჯი. დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკასა და პოლიტიკურ იდეალებზე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.

როგორც წიკლაურმა აღნიშნა, არ ეთანხმება ახალი მენეჯმენტის მმართველობის კურსს და მათ ყველა შესაძლო დემოკრატიული წესით ოპონირებას გაუწევს.

„მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება ამ პარტიის წევრობა. ჩემთვის, ისევე როგორც ძალიან ბევრი ჩემი მეგობრისათვის, პოლიტიკური მიზნები დღევანდელ პოლიტიკურ ეტაპზე უცვლელი რჩება. ეს არის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება და რუსული რეჟიმის დამარცხება საქართველოში.

არ ვეთანხმები ახალი მენეჯმენტის მმართველობის კურსს, არც იმ გამონათქვამებს, რაც წინასაარჩევნო პერიოდში გვესმოდა და გავუწევ ოპონირებას ყველა შესაძლო დემოკრატიული წესით. ასევე, არანაირი მონაწილეობა არ მექნება იმ პროცესში, რომელიც იქნება ჩამოყალიბებული არაფორმალური გავლენების შედეგად შექმნილი მმართველობის მიმართ,“ - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. მან ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% მიიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%. ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა 41 264 პირმა მიიღო.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა