ირაკლი ქარსელაძე - სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის სამუშაოები ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ დაზარალებულების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პროცესში მუნიციპალიტეტები ინტენსიურად არიან ჩართულები, დაწყებულია მასალების შესყიდვა და მთელი რიგი სამუშაოები.

„მთელ რიგ მუნიციპალიტეტებს უკვე დაწყებული აქვთ პროცესი ამ მიმართულებით. გამოიყო გარკვეული თანხა იმისთვის, რომ აღნიშნული პროცესი შეუფერხებლად ხორციელდებოდეს. მთლიანობაში, დაახლოებით, 20 მილიონი ლარის ზიანზე არის საუბარი, რომელიც ძალიან დიდია“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, სხვა დეტალები ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც ყველა თანხა დაზუსტდება, თუმცა პროცესი დაწყებულია და ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა