ლევან ხაბეიშვილი - მიშა, მინდა შეგპირდე, რომ არ გავჩერდებით, სანამ შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა უზრუნველყოფილი არ იქნება - არ ვაპირებთ ზეიმს, დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს

არ ვაპირებთ ზეიმს - დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს - მიშა [სააკაშვილი], მინდა შეგპირდე, რომ არ გავჩერდებით, სანამ შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იქნება უზრუნველყოფილი,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალმა თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, დღეიდან „ნაციონალური მოძრაობა“ ახალი შემართებით იწყებს რთულ, მაგრამ უწყვეტ ბრძოლას და მისი პარტია ღია იქნება ყველა ახალი ადამიანისთვის.

„ამ არჩევნებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამტკიცა, რომ მისი დამარცხება, ბრძოლის ველიდან გაყვანა უბრალოდ შეუძლებელია. ამ არჩევნებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამტკიცა, რომ არის არა რიგითი პარტია, არამედ, დიდი ერთობა დაუღალავი ხალხისა, რომელსაც გამარჯვება სწყურია ჩვენი ქვეყნისთვის. დავუმტკიცეთ ყველას - მტერსაც და მოყვარესაც, ყველას, ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ ერთგულები ვართ იმ ღირებულებების, რომელიც სათავეში ედო „ნაციონალური მოძრაობის“ დაფუძნებას. ერთგულები ვართ იმ ფასეულობების, რომელმაც შექმნა „ვარდების რევოლუცია“. დემოკრატია ჩვენთვის სიტყვის მასალა არ არის. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთადერთი პარტია საქართველოში, რომელიც საქმით ამტკიცებს დემოკრატიული, დასავლური ფასეულობების ერთგულებას და ეს არჩევნები ამის ნათელი და პირდაპირი გამოვლინებაა.

არ ვაპირებთ ზეიმს. დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს, როგორც ეს მიშამ და მისმა თანამებრძოლებმა გააკეთეს 2003 წელს. ჩვენ ვაპირებთ შრომას და ამ შრომაში არასდროს დავიღლებით. დღეიდან ახალი შემართებით ვიწყებთ რთულ, მაგრამ უწყვეტ ბრძოლას რუსი ოლიგარქიული რეჟიმის დასამარცხებლად. სწორედ ამიტომ, დღეიდან, „ნაციონალური მოძრაობა“ ღია იქნება ყველა ახალი ადამიანისთვის, ჩვენი ყველა, ძველი თუ ახალი თანამებრძოლისთვის, ვისაც თუნდაც ერთი აგურის დადება შეუძლია ამ ბრძოლაში. ეს გამარჯვება ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ახლა სიცოცხლისთვის იბრძვის და მისი ბრძოლაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას. ცხადია, პირველი გადაწყვეტილებების დაკავშირებული იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებისთვის ბრძოლასთან. მიშა, მინდა შეგპირდე, რომ არ გავჩერდებით, სანამ შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის არ იქნება უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა