გიორგი ბოტკოველი - საზეიმო ნამდვილად არაფერია გამომდინარე იქიდან, რომ ამ ქვეყანას ჰყავს ოლიგარქი, რომელიც ცდილობს საქართველოს ავტორიტეტი ბოლომდე გაანადგუროს

საზეიმო ნამდვილად არაფერი არ არის გამომდინარე იქიდან, რომ ამ ქვეყანას ჰყავს ოლიგარქი, რომელიც ცდილობს, რომ ქვეყნის ავტორიტეტი ბოლომდე გაანადგუროს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მან ენმ-ს სხვა წევრებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, თუ ვინ რომელ კანდიდატს უჭერდა მხარს, ქვეყნის და მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის ბრძოლა ყველამ ერთად უნდა გააგრძელოს.

„მინდა, ლევან ხაბეიშვილს მივულოცო გამარჯვება. რაც შეეხება ზეიმს - საზეიმო ნამდვილად არაფერი არ არის დღეს ჩვენ ქვეყანაში, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ქვეყანას ჰყავს ოლიგარქი, რომელიც ცდილობს ამ ქვეყნის ავტორიტეტი ბოლომდე გაანადგუროს. რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ და ქართველი ხალხი იზეიმებს იმ დროს, როდესაც ამ პარტიის დამფუძნებელი და პარტიის მთავარი ღირებულებების ფუძემდებელი, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელი და თავისუფალი იქნება. რაც შეეხება ჩემს თანამებრძოლებს - მე პირიქით, ჩემთვის მტერი ნამდვილად არავინაა. ყველა ის ადამიანი, რომელიც არ აქვს მნიშვნელობა ლევან ხაბეიშვილს უჭერდა მხარს, ნიკა მელიას, გიორგი მუმლაძეს თუ ნონა მამულაშვილს, ყველა ეს ადამიანი არის ჩემთვის ღირებული, ძვირფასი და, რა თქმა უნდა, მე მათთან ერთად და მათ ჩვენთან ერთად უნდა გააგრძელონ ის ბრძოლა, რომელიც უნდა იყოს ქვეყნის და მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის”, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. მან ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% მიიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%. ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა 41 264 პირმა მიიღო.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა