ლევან ხაბეიშვილი - ეს გამარჯვება ეკუთვნის ნიკა გვარამიას, ყველა პოლიტპატიმარს,  ასევე ნიკას და მის მომხრეებს, ნონას და მის მხარდამჭერებს, გიორგის და მის დაუღალავ თანამებრძოლებს - გიწვდით მეგობრობის ხელს, გავერთიანდეთ საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი თავმჯდომარეობის უკვე ყოფილ კანდიდატებს მიმართავს და ამბობს, რომ მათ მეგობრობის ხელს უწვდის.

როგორც ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის და საქართველოს თავისუფლებისთვის რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ დღეიდან უკომპრომისო ბრძოლას იწყებს.

„ეს გამარჯვება ეკუთვნის ნიკა გვარამიას, რომელმაც პირადი მაგალითით დაამტკიცა, რომ ამ ბრძოლაში ჩვენი გაყოფა შეუძლებელია. ეს გამარჯვება ეკუთვნის ყველა პოლიტპატიმარს, ვინც პოლიტიკური ნიშნით იხდის სასჯელს რუსი ოლიგარქიული რეჟიმის პირობებში. ეს გამარჯვება ეძღვნება ჩვენს დებს და ძმებს უკრაინაში. უკრაინა ჩვენს გულშია და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რომ ჩვენი ხმა მივაწვდინოთ ლვოვიდან ხარკოვამდე და კიევიდან ოდესამდე. ჩვენ ვართ მათ გვერდში მყარად, ქართველი ხალხი უკრაინელი მეგობრების გვერდითაა.

ეს გამარჯვება ასევე ეკუთვნის ნიკას და მის მომხრეებს; ნონას და მის მხარდამჭერებს; გიორგის და მის დაუღალავ თანამებრძოლებს - მე დღეს გიწვდით მეგობრობის ხელს. ჩემი მთავარი ამოცანაა, გავერთიანდეთ საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ გზაზე უკომპრომისო ბრძოლა გველის, ამიტომ დროა, ხელები დავიკაპიწოთ და გადავერთოთ მთავარ საქმეზე. ბიძინას და მის მარიონეტებს კი მინდა ვუთხრა, რომ მათ თავზე ნამდვილად მოიყარა თავი შავმა ღრუბელმა და ქართველი ხალხი უახლოეს პერიოდში ამ რისხვას თავს დაატეხს რუს ოლიგარქს და მის მარიონეტულ, კრიმინალურ რეჟიმს. ეს გამარჯვება ეკუთვნის სამშობლოდან დროებით გადახვეწილ ჩვენს ემიგრანტებს, რომლებმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ამ არჩევნებში და მათ მონაწილეობა უდიდესია. მათ უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა თქვენს სახლებში დაბრუნდეთ.

ეს გამარჯვება ეკუთვნის თელავში ბატონ დავითს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს; ეს გამარჯვება ეკუთვნის აჭარაში ბატონ შაქროს, რომელსაც სოციალური დახმარების პრობლემა აქვს - უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში მოუხსნეს; ეს გამარჯვება ეკუთვნის ლაშას ზესტაფონში, რომელიც სახელმწიფომ მიატოვა და ებრძვის უსამართლობას; ეს გამარჯვება ეკუთვნის ახალგაზრდებს, რომელთა უდიდეს ნაწილს არ აქვს შესაძლებლობა, გადაიხადოს სწავლის გადასახადი.

დღეიდან უკომპრომისო ბრძოლას ვიწყებთ რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ, მიხეილ სააკაშვილის და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. ხელს ვუწვდი თანამშრომლობისთვის ჩვენს მეგობრებს. ახლა ზეიმს არ ვაპირებთ, ვიზეიმებთ მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყანა გათავისუფლდება რუსი ოლიგარქიული რეჟიმისგან, პრეზიდენტ სააკაშვილთან, ნიკა გვარამიასთან და სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა