საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ფედერალური კანცლერი, კარლ ნეჰამერი ეწვია

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ფედერალური კანცლერი, კარლ ნეჰამერი ეწვია.

მთავრობის ადმინისტრაციაში ავსტრიის ფედერალური კანცლერის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

კანცლერს საპატიო ყარაულის თანხლებით დახვდნენ, ასევე შესრულდა ორივე ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი.

ცერემონიის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ავსტრიის ფედერალური კანცლერი პირისპირ შეხვედრას გამართავენ.

გარდა ამისა, დაგეგმილია, რომ 15:00 საათზე, ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ავსტრიის ფედერალური კანცლერი, კარლ ნეჰამერი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში