ენდოკრინოლოგი ლალი ჯავაშვილი - მიხეილ სააკაშვილის უკიდურესად მძიმე მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს პოლიორგანული უკმარისობა

ენდოკრინოლოგ ლალი ჯავაშვილის ინფორმაციით, 1.4 წლის განმავლობაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ მის მიერ გამოთქმული ყველა პროგნოზი ასრულდა.

როგორც მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა, პაციენტის უკიდურესად მძიმე მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს პოლიორგანული უკმარისობა.

„უკიდურესად მძიმე მდგომარეობა გულისხმობს იმას, რომ პაციენტი იმყოფება ისეთ ფაზაში, როდესაც დროის ნებისმიერ მონაკვეთში, დღეს, ამაღამ, ხვალ შეიძლება დაიწყოს პოლიორგანული უკმარისობა. ამას ნიშნავს პაციენტის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა. რაც შეეხება თქვენს კითხვას, რა პერიოდი შეიძლება გაუგრძელდეს ადამიანს ეს კრიტიკულად მძიმე მდგომარეობა. არავითარ შემთხვევაში, ეს თვე არ გაგრძელდება. რამდენიმე თვის წინ პაციენტის სხეულის მასის კლება უკვე საკმაოდ აჩქარებული იყო. მე მაშინ ვთქვი, რომ თუ ასე გაგრძელდება, რამდენიმე თვეში პაციენტის მდგომარეობა იქნება უკიდურესად მძიმე. გავიდა რამდენიმე თვე და ყველა ჩემი პროგნოზი გამოთქმული თავის დროზე, 1.4 წლის განმავლობაში, ყველაფერი ასრულდა“, - განაცხადა ლალი ჯავაშვილმა.

ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი დაინტერესდა, იყვნენ თუ არა ლალი ჯავაშვილი და გიული ალასანია კურსელები.

„ვარ მოწვეული სპეციალისტი საქართველოს უნივერსიტეტში. მე და პაციენტის დედა არ ვართ თანაკურსელები“, - აღნიშნა ჯავაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა