არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩომ საქართველოში საამიროების წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით საქველმოქმედო აქცია გამართა

2023 წლის 26 იანვარს, არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩომ საქართველოში, საამიროების წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, მორიგი საქველმოქმედო ღონისძიება გამართა.

ქველმოქმედების ფარგლებში სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, საქართველოს საპატრიარქოს და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს საჭიროების მქონე ბენეფიციარებისთვის 200 ცალი სასურსათო ყუთი და ზამთრის თბილი ტანსაცმელი გადაეცა.

საქველმოქმედო პროდუქცია არაბთა გაერთიანებული საამიროების საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბატონი ხალედ ალქააბიმ პირადად გადასცა ბენეფიციარებს.

ბატონმა ხალედ ალქააბიმ მადლობა გადაუხადა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, საქართველოს საპატრიარქოსა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, რომ საელჩოს მისცა შესაძლებლობა და გაუწია შუამდგომლობა, დახმარებოდა საჭიროების მქონე ოჯახებს აღნიშნული საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში და გამოხატა მზადყოფნა, მომავალშიც გაგრძელდეს მსგავსი ტიპის ურთიერთთანამშრომლობა.

საამიროების წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაცია 1983 წლიდან არაბთა გაერთიანებული საამიროების ჰუმანიტარული საქმიანობის მხრივ წამყვანი ორგანოა და რომელიც მუდმივ ძალისხმევას იჩენს მხარი დაუჭიროს მეგობარ ქვეყნებს და დაეხმაროს საჭიროების მქონე ადამიანებს განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ გეოგრაფიული მიკუთვნებულობისა.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა