პრემიერი - ევროკომისიის რეკომენდაციების უმრავლესობა შესრულებულია - ოპოზიციასთან თანამშრომლობის გარეშე პოლარიზაციის დასრულება შეუძლებელია - ვიყავით და ვართ მზად, კარი გავხსნათ და იყოს მუდმივი დიალოგი

რეკომენდაციების უმრავლესობა უკვე არის შესრულებული, დარჩენილია რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც გაგზავნილია ვენეციის კომისიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან ორმხრივი შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც მან საქართველოს მიერ ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესი შეაფასა.

ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებას „ძალიან კარგად ესმის, რომ არსებობს გარკვეული კრიტერიუმები და მოთხოვნები, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს“.

„ეს ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა. მთელი ჩვენი გუნდი, ხელისუფლება ამ პასუხისმგებლობით და სულისკვეთებით ვმუშაობთ იმ რეკომენდაციებზე, რომელიც წარმოგვიდგინეს და გადმოეცა საქართველოს. პირველივე დღეებიდან ჩვენ დავიწყეთ აქტიურად მუშობა ამ თემაზე. საქართველოს პარლამენტმა გაწია ძალიან დიდი მუშაობა ამ მიმართულებით მთავრობასთან ერთად. რეკომენდაციების უმრავლესობა უკვე შესრულებულია, დარჩენილია რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც გაგზავნილია ვენეციის კომისიაში. აქ ასევე აუცილებელია ოპოზიციის ჩართულობა, რადგან პირველი რეკომენდაცია, რომელიც ეხება პოლარიზაციის დასრულებას, ამის მიღწევა შეუძლებელია ოპოზიციასთან თანამშრომლობის გარეშე. ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ მზად, რომ კარი გავხსნათ და ოპოზიციასთან იყოს მუდმივი დიალოგი. ეს დიალოგი უნდა იყოს კონსტრუქციულ ფორმატში.

პოლიტიკურ დონეზე უმაღლეს ნიშნულზე არის ურთიერთობა ავსტრიასა და საქართველოს შორის. დღევანდელი ვიზიტი სწორედ ამის დადასტურებაა. კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრათ ჩვენს პატივცემულ სტუმარს. ჩვენ ასევე გვქონდა განხილვა იმის შესახებ, თუ როგორ გავაღრმაოთ ურთიერთობები სხვა მიმართულებით, როგორიც არის ვაჭრობა, ეკონომიკა, ტურიზმი და ინვესტიციები. საქართველო არის ძალიან საინტერესო ადგილი ინვესტიციების განსახორციელებლად“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა