თბილისში, ისაკაძის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაციის გამო საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა

თბილისში, საბურთალოს რაიონში, ისაკაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა 28 თებერვლის ჩათვლით, მგალობლიშვილისა და ისაკაძის ქუჩების კვეთიდან გაგარინისა და ისაკაძის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში იმოქმედებს.

„აღნიშნულ პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მგალობლიშვილის ქუჩის, ჟვანიას მოედნის, პეკინის გამზირისა და გაგარინის ქუჩის გამოყენებით.

ქვეითთა და საავტომობილო (გადაუდებელი დახმარების, სპეცავტომობილებისა და სხვა) გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, სარეაბილიტაციო მონაკვეთზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მოძრაობას დაარეგულირებენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა