ავსტრიის კანცლერი - ავსტრია, როგორც მთლიანად ევროკავშირი, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას - ეს საკითხი ჩვენი აქტივობის ცენტრშია მოქცეული, როცა საქართველოსთან მიმართებაში ვმოქმედებთ

ავსტრია, ისევე როგორც მთლიანად ევროკავშირი, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აბსოლუტურად მხარს უჭერს და ეს ჩვენი პოლიტიკური აქტივობის ცენტრშია მოქცეული, როდესაც საქართველოსთან მიმართებაში ვმოქმედებთ. ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკაში ის, რომ რაციონალური შეფასებები გვქონდეს. პოლიტიკა შესაძლებლობის ხელოვნებაა, უნდა ვმოძრაობდეთ ამ შესაძლებლობების დერეფანში და ამას საქართველოს მთავრობა აკეთებს, - ამის შესახებ ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

კანცლერმა საქართველოს მიმართ ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერა გამოხატა.

„ავსტრია მათ შორის მხარს უჭერს ევროკავშირის მისიას საქართველოში. 7 დამკვირვებელია წარმოდგენილი. ჩვენ ვეწვევით ამ მისიას და მართლაც, ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ამ მისიას საქართველოს სტაბილურობაში. ბუნებრივია, ძნელია ამ მიმართულებით საჭიროზე მეტის გაკეთება, თუმცაღა ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ ავსტრია თვალსაჩინოდ იყოს წარმოდგენილი და იმასაც უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ავსტრია, ისევე როგორც მთლიანად ევროკავშირი, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აბსოლუტურად მხარს უჭერს და ეს ჩვენი პოლიტიკური აქტივობის ცენტრშია მოქცეული, როდესაც საქართველოსთან მიმართებაში ვმოქმედებთ. ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკაში ის, რომ რაციონალური შეფასებები გვქონდეს. პოლიტიკა შესაძლებლობის ხელოვნებაა. უნდა ვმოძრაობდეთ ამ შესაძლებლობების დერეფანში და ამას საქართველოს მთავრობა აკეთებს. ვიცი, რომ ეს ძალიან რთულია, უფრო მეტიც არის, ვიდრე რთული და ამიტომ, ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, ძალიან მიხარია აქ რომ ვიმყოფები, ამ მხარდაჭერას შეუძლია გარკვეული წვლილის შეტანა და ასევე, ჩემი მხარდაჭერა, აღიქვათ, როგორც თქვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის მხარდაჭერა იმ რთულ გზაზე, რომელზეც საქართველო იმყოფება“,- განაცხადა ნეჰამერმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს