ბაკურიანში ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება

“თიბისის“,”სილქნეტის” და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პარტნიორობის ფარგლებში, ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო პირველად უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ჩემპიონატი ბაკურიანში, 2023 წლის 16 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში ჩატარდება.

„სამი კვირის განმავლობაში მსოფლიო სპორტის, მსოფლიო სპორტული მედიის ყურადღება ბაკურიანისკენ იქნება მოპყრობილი, ჩვენი ქვეყანა ზამთრის ყველაზე ცხელ წერტილად გადაიქცევა და განვითარების ახალ საფეხურზე გადაინაცვლებს იმის დასტურად, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ცივილიზებური სამყაროს სრულუფლებიანი წევრი" , - აცხადებს საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ეკა გაბაშვილი.

ჩემპიონატი ქვეყნისთვის ისტორიული მოვლენაა, რადგან საქართველომ პირველად მოიპოვა მსოფლიო მასშტაბის ზამთრის სპორტული ღონისძიების მასპინძლობის უფლება. ბაკურიანი სპორტულ აქტივობებთან დაკავშირებული კურორტია და წლის მთავარი მოვლენაც სწორედ მისი მასპინძლობით ჩატარდება. ჩემპიონატზე წარმოდგენილი იქნება თავისუფალი სტილით სრიალის სხვადასხვა ექსტრემალური სახეობა. დარეგისტრირებულია 700-მდე ათლეტი 42 ქვეყნიდან.

„მიხარია, რომ თიბისის მხარდაჭერით, საქართველო პირველად უმასპინძლებს ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს. ეს მთელი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რადგან ჩემპიონატი ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ზამთრის სპორტის მასპინძელი ქვეყნის სტატუსის გამყარებას და ტურიზმის განვითარებას. მჯერა, რომ ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება ხელს შეუწყობს ახალ თაობაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას" , - აცხადებს „თიბისის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, მაკუნა თავბერიძე.

როგორც “თიბისიში“ აღნიშნავენ, მსოფლიო ჩემპიონატის მხარდაჭერით, „თიბისი“ აგრძელებს მნიშვნელოვანი პროექტებისა და ინიციატივების ხელშეწყობას, რითიც ახალ თაობას უფართოებს შესაძლებლობებს, ხელს უწყობს საქართველოში სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა