ჰემატოლოგი მარინე აბაშიძე - მხოლოდ ხორცის არმიღების გამო, როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო რკინადეფიციტური ანემია? - ანემიის ხელოვნურად შექმნა შესაძლებელი არ არის

თუკი შიმშილობის მერე, როდესაც მიხეილ სააკაშვილი არც ხორცს იღებდა, არც სხვა საკვებს და მას არ განვითარებია რკინადეფიციტური ანემია, ახლა მხოლოდ ხორცის არმიღების გამო, როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო?, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჰემატოლოგმა მარინე აბაშიძემ განაცხადა.

ამით მან უპასუხა სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთქმელიძის შეკითხვას, ხომ არ შეიძლება რკინადეფიციტური ანემიის ერთ-ერთი მიზეზი იყოს ისიც, რომ ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილი ხორცს არ იღებს.

მარინე აბაშიძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს რკინადეფიციტური ანემია მხოლოდ მას შემდეგ განუვითარდა, რაც მალაბსორბციის დიაგნოზი დაუდგინდა.

„პაციენტი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა, ამის შემდეგ კიდევ იშიმშილა 20 დღე და ამის შემდეგაც კი მას რკინადეფიციტური ანემია არ განვითარებია. ის როდესაც კლინიკაში იწვა, გორში, ანალიზებში რკინადეფიციტური ანემია არ დაფიქსირებულა. მე ამ ანალიზებს ვენდობი და მათზე დაყრდნობით ვლაპარაკობ. ეს დაავადება განვითარდა მხოლოდ ახლა, როდესაც მალაბსორბციის დიაგნოზი და შეწოვის დაქვეითება გაჟღერდა.

ჰემოგლობინი იკლებდა. რა თქმა უნდა, ჰემოგლობინი ნორმაზე ცოტათი დაბალი ყოველთვის იყო, მაგრამ რკინის ვარდნა არ დაფიქსირებულა. მე გორში ერთხელ ვიყავი და მაშინ ექთანი ძალიან წუხდა, რადგან პაციენტი საჭმელს არ ჭამდა. მე არ ვარ კვების სპეციალისტი და ნუტრიციოლოგი, მაგრამ მე კატეგორიულად გეტყვით, თუკი შიმშილობის მერე, როდესაც პაციენტი არც ხორცს იღებდა, არც სხვა საკვებს და არ განვითარებია რკინადეფიციტური ანემია, ახლა მხოლოდ ხორცის არმიღების გამო როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო? მაშინ არ განვითარდა, ახლა რა მოხდა? ამას არც ექიმობა უნდა და არც ჰემატოლოგობა. ლოგიკურ კითხვას გისვამთ“, - განაცხადა მარინე აბაშიძემ.

ასევე, მან უპასუხა მოსამართლე გიორგი არევაძის შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა, საკვების გადარჩევის შედეგად, ორგანიზმში რკინის დეფიციტის ხელოვნურად შექმნა.

„ალბათ, რკინადეფიციტური ანემიის ხელოვნურად შექმნა შესაძლებელი არაა. ვეგეტარიანელებში ეს დაავადება არ ვითარდება, ხორცს რაღაც სხვა ცვლის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ანემიები ბოლომდე შესწავლილი არ აქვს. ამ საკითხებზე კიდევ მუშაობენ“, - განაცხადა მარინე აბაშიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა