საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტები სტუმრობენ

სააგენტო „აწარმოე საქართველოში" საქართველოში საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტებს ე.წ. ლოკაციის კონსულტანტების რამდენიმედღიან გაცნობით ტურს მასპინძლობს.

„აწარმოე საქართველოს" ინფორმაციით, ლოკაციის კონსულტანტები, პიტერ რაიანი და მაიკლ ზდანოვსკი, რამდენიმე დღის განმავლობაში შეხვედრებს მართავდნენ, როგორც ადგილობრივ საკონსულტაციო კომპანიებთან, ასევე ბიზნესასოციაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში მოქმედ უცხოურ კომპანიებთან.

მათივე ცნობით, ტურის მიზანი ლოკაციის ლოკატორებისა და მათი კლიენტებისთვის საქართველოს საინვესტიციო ღირებულებისა და გარემოს გაცნობაა. შერჩეული სტუმრები პირველად იმყოფებიან საქართველოში და ადგილზე შეისწავლიან სხვადასხვა სექტორში საინვესტიციო შესაძლებლობებს, რათა შემდგომში ინფორმაცია მიაწოდონ პოტენციურ ინვესტორებს.

„პიტერ რაიანი მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან სპეციალისტადაა აღიარებული ბიზნეს პროცესების აუთსორსინგისის (BPO) მიმართულებით. რაც შეეხება მაიკლ ზდანოვსკის, ის მთავრობასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების მრჩეველია ენერგეტიკის, მრეწველობისა და საინჟინრო სექტორებში, ამასთან ერთად ის კონსულტაციას უწევს ორგანიზაციებს ბიზნესის აუთსორსინგის მიმართულებით. მსგავსი საინფორმაციო-გაცნობითი ტური მეოთხედ ტარდება. გასულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ მსგავსი ინიციატივები ეფექტურია როგორც ქვეყნის პოპულარიზაციისთვის, ასევე ინვესტიციების მოზიდვისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა