კობა ნაყოფია - ვტოვებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს და პოლიტსაბჭოს

კობა ნაყოფია აცხადებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს ტოვებს.

როგორც ნაყოფიამ აღნიშნა, რჩება პარტიის რიგით წევრად და პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იქნება.

“მე ჯერ კიდევ გახლავართ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, თუმცა დღეიდან, ალბათ, აღარ ვიქნები. ვტოვებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს, ისევე, როგორც თვითონ პოლიტსაბჭოს. ვრჩები მხოლოდ პარტიის რიგით წევრად, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი, პუტინის პირადი პატიმარი, საპყრობილეში იქნება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ უცხოეთში სამკურნალოდ, რაც მისი სიცოცხლის გადასარჩენად ერთადერთი გამოსავალია. შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, დავრჩები თუ არა პარტიაში, მანამდე ვრჩები პარტიაში, ეს გარდაუვალია და არც განიხილება. პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ მივიღებ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იქნება და მომეცემა შესაძლებლობა მასთან კომუნიკაციის“, - განაცხადა მან "მთავარის" ეთერში.

ინფორმაციისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარე, არჩევნების შედეგად, ლევან ხაბეიშვილი გახდა. მან ხმების 52.58%-ს მოიპოვა.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას