ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენი დიდი სურვილი მაინც ნატოში შვედეთთან ერთად გაწევრიანებაა

ფინეთი არ ცვლის გეგმას, შეუერთდეს ნატო-ს შვედეთთან ერთად და იმედოვნებს, რომ ამას გააკეთებს არაუგვიანეს ივლისისა. შესაბამისი განცხადება ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰავისტომ გააკეთა.

ჰავისტოს თქმით, პროცესში ფინეთი შვედეთთან, მის უახლოეს სამხედრო პარტნიორთან ერთად იქნება.

„ჩვენი დიდი სურვილი მაინც არის ნატოში შვედეთთან ერთად გაწევრიანება“, - განაცხადა ჰავისტომ ჰელსინკში გამართულ პრესკონფერენციაზე.

შვედეთმა და ფინეთმა ნატოში გაწევრიანებაზე რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, გასულ წელს განაცხადეს, მაგრამ თურქეთმა გააპროტესტა. მოგვიანებით, სამმა ქვეყანამ ხელი მოაწერა შეთანხმებას მადრიდში, მაგრამ გასულ კვირას თურქეთმა მოლაპარაკებები შეაჩერა.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კვირას მიანიშნა, რომ ანკარა შესაძლოა დათანხმდეს ფინეთის ნატოში გაწევრიანებას.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა