ზურაბ აზარაშვილი რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვას ვიცე-პრემიერს, ოლეგ სერებრიანს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვას რესპუბლიკის ვიცე-პრემიერ ოლეგ სერებრიანს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა, მოლდოვასა და საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად და მათი ინტეგრაციის მიმართულებით არსებულ პროექტებზე იმსჯელეს.

ასევე, ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე საქართველოსა და მოლდოვაში, უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად მიმდინარე პროგრამები განიხილეს.

ზურაბ აზარაშვილმა დელეგაციის წევრებს სამინისტროს მუშაობის სპეციფიკა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკა გააცნო. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ირაკლი მხეიძემ კი, სტუმრებს, გრძელვადიან საცხოვრებლით უზრუნველყოფის, მატერიალური დახმარების, ჯანმრთელობის დაცვისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამები წარუდგინა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.

მოლდოვას რესპუბლიკის დელეგაცია, საქართველოში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანის მოწვევით ჩამოვიდა. ორდღიანი ვიზიტის მიზანია მოლდოვასა და საქართველოში რეინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე და სხვა შესაბამის უწყებებს შორის ურთიერთობის გაღრმავება, ასევე - სამომავლო თანამშრომლობის ნაბიჯების დასახვა”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა