მედეა მეტრეველი - გელათის ტაძრის „ნგრევის"ისტორია ცხადყოფს, რატომ არ უნდა იმართებოდეს კულტურის სფერო და მემკვიდრეობა იუსტიციის სამინისტროს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ

უაღრესად მძიმე დასკვნა გელათის შესახებ, რომელიც ჩუბინაშვილის კვლევითი ცენტრის მეცნიერების მიერ მომზადდა, ცხადყოფს, როგორი არაკომპეტენტური ადამიანების ხელშია ქართული კულტურული მემკვიდრეობა, - ამის შესახებ „ლელოს" პოლიტსაბჭოს წევრმა მედეა მეტრეველმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჩუბინაშვილის კვლევითი ცენტრის მეცნიერების მიერ, საპატრიარქოს მიმართვის შემდეგ, მომზადებულ დასკვნას გელათის შესახებ.

მისი თქმით, ამ დასკვნის გასაჯაროების შემდეგ კულტურის სამინისტროს და მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელობა უნდა გადადგეს.

„კიდევ ერთი უაღრესად მძიმე დასკვნა გელათის შესახებ, რომელიც ჩუბინაშვილის კვლევითი ცენტრის მეცნიერების მიერ, საპატრიარქოს მიმართვის შემდეგ, მომზადდა და გასაჯაროვდა, ცხადყოფს, თუ როგორი არაკომპეტენტური ადამიანების ხელშია ქართული კულტურული მემკვიდრეობა.

ერთადერთი მოლოდინი, რაც შესაძლოა ქართულ საზოგადოებას ჰქონდეს, ამ უმძიმესი შეფასებების გაცნობის შემდეგ, კულტურის სამინისტროს და მემკვიდრეობის სააგენტოს არსებული ხელმძღვანელობის გადადგომაა.

ალბათ, ჯერ კიდევ არ დადგა დრო, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტმა მოიწვიოს საგანგებო სხდომა, რომელიც იმსჯელებს გელათის ტაძრის უმძიმეს მდგომარეობაზე და აიღებს პასუხისმგებლობას ზედამხედველობა გაუწიოს წარმოდგენილ დასკვნაში აღნიშნული რეკომენდაციების შესრულებას? ალბათ, მეცნიერების მიერ მოყვანილი, თუნდაც ეს არგუმენტებიც არასაკმარისია და არ იძლევა ამის საფუძველს: გადაწყვეტილებების მიღების პროცესი უკიდურესად ცენტრალიზებული და გაუმჭვირვალეა. სამეცნიერო მეთოდოლოგიური კომპონენტი... ყველა ეტაპზე უგულებელყოფილია. უცნობია სამუშაოთა შეფასების კრიტერიუმები და მექანიზმი. იუნესკოს მოთხოვნები შეუსრულებელია. არ არსებობს ძეგლის მართვის კომიტეტი. სამუშაოები ქაოსურად და ფრაგმენტირებულად მიმდინარეობს. მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44-ე სესიის დადგენილებაში შეტანილი მოთხოვნები შეუსრულებელია. საკონსერვაციო და სარესტავრაციო სამუშაოები ეწინააღმდეგება ქართველი და უმაღლესი კვალიფიკაციის უცხოელი ექსპერტების მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს. პროფესიული ექსპერტიზის სრული უგულებელყოფის ილუსტრაციაა მთავარი ტაძრის დასავლეთ მკლავში მხატვრობის თვითნებური ტონირება - რესტავრაცია. წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობის პროფესიული გამოცდილების უგულებელყოფა მართვის სერიოზულ ხარვეზად უნდა შეფასდეს. მთავარი ტაძრის დასავლეთი მკლავის მხატვრობის არასწორი კონსერვაცია... თვითნებური ტონირება-რესტავრაცია... მხატვრობის ავთენტურობის დარღვევას წარმოადგენს და სცილდება პროფესიულ ეთიკისა და საერთაშორისო სტანდარტების ნორმებს.

გელათის ტაძრის უკანასკნელი 3 წლის „ნგრევის"ისტორია ცხადყოფს, თუ რატომ არ უნდა იმართებოდეს კულტურის სფერო და კულტურული მემკვიდრეობა იუსტიციის სამინისტროს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ და რატომ არის საშიში ასეთი ექსპერიმენტები კულტურაში.

გელათის გადარჩენის ყველა ეტაპზე დაგვამარცხეს, მიყენებული ზიანის დიდი ნაწილი, დიდი ალბათობით, გამოუსწორებელია, თუმცა ჯერ კიდევ არის იმედი, რომ ტაძრის არსებული მდგომარეობა მაინც შევინარჩუნოთ", - აცხადებს მედეა მეტრეველი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა