პაატა დავითაია - ოკუპანტთან ერთად ნებისმიერ  გაერთიანებაში ყოფნა და დიალოგი მიუღებელია, სანამ საოკუპაციო ძალები  საქართველოს ტერიტორიას არ დატოვებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება 3 + 3 პლატფორმის და ჟენევის მოლაპარაკებების შესახებ, არის მორიგი პროვოკაციული განცხადება. კატეგორიულად მიუღებელია ოკუპანტთან ერთად ნებისმიერ გაერთიანებაში ყოფნა და დიალოგი, სანამ საოკუპაციო ძალები არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას , - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადება, რომ რუსეთი თითქოსდა ხელს უწყობს 3+ 3 ფორმატს და საქართველოს განიხილავს, როგორც ამ რეგიონალური პლატფორმის მონაწილეს, არის მორიგი პროვოკაციული განცხადება. იმის მიუხედავად, რომ როგორც ხელისუფლების, ასევე საზოგადოების მხრიდან არაერთხელ იქნა დაფიქსირებული ჩვენი პოზიცია, რომ საქართველო არ მიიღებს მონაწილეობას გაერთიანებაში, რომელშიც არის ქვეყანა, რომელსაც ჩვენი ტერიტორიების ნაწილი აქვს ოკუპირებული, რუსული მხარე უკვე მერამდენად აფიქსირებს საქართველოს ამ ფორმატში მონაწილეობის შესაძლებლობას.

რუსეთთან ერთ სიბრტყეში ნებისმიერი დილოგის წარმოება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეჩერდება ოკუპაცია და რუსეთი დატოვებს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს. სხვა შემთხვევაში ნებისმიერი პლატფორმის მუშაობა შეუძლებელია.

რაც შეეხება ჟენევის ფორმატს, რუსეთი, როგორც მხარე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჟენევის ფორმატს არ ჰქონდეს რაიმე შედეგი. წლებია ვაცხადებ, რომ ეს პლატფორმა არის „დიალოგი - დიალოგისთვის“ და არასდროს მოიტანს პრაქტიკულ შედეგს, რადგან რუსეთი, როგორც ოკუპანტი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს ამ ფორმატში საკუთარი ინტერესების გასატარებლად.

საქართველოს ხელისუფლებამ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში რუსული მხარის გახშირებულ განცხადებებზე უნდა მოახდინოს შესაბამისი რეაგირება, გაკეთდეს მკაცრი შეფასებები, რადგან ის პოზიციები, რასაც აფიქსირებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, შესაძლოა, დაგეგმილი პროვოკაციის ნაწილი იყოს“ , - აცხადებს პაატა დავითაია, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა