ირაკლი კობახიძე - სააკაშვილმა დაადასტურა, რომ ჩვეულებრივი აგენტია - იმასაც კი არ ეკითხებიან, რა მიზნისთვის ჩაჰყავთ სხვა ქვეყანაში, მოათავსეს კონტეინერში და გამოუშვეს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა, რომ „ჩვეულებრივი აგენტია“. ამით კობახიძე გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტის ინტერვიუს გერმანულ გამოცემა Spiegel-თან.

ირაკლი კობახიძის თქმით, მას იმასაც კი არ ეკითხებიან, რა მიზნით ჩაჰყავთ სხვა ქვეყანაში, "მოათავსეს კონტეინერში და გამოუშვეს".

მმართველი პარტიის თავმჯდომარე „სამწუხარო მოვლენად“ აფასებს იმას, რომ „ადამიანი, რომელიც აღიარებს, რომ აგენტია“ , ცხრა წელი მართავდა ქვეყანას.

კობახიძის თქმით, ასეთი პრეზიდენტები მომავალში აღარ უნდა ვიხილოთ.

„სააკაშვილმა დაადასტურა, რომ სინამდვილეში არის, მარტივად რომ ვთქვათ, ჩვეულებრივი აგენტი. მას იმასაც კი არ ეკითხებიან, თუ რა მიზნისთვის ჩაჰყავთ სხვა ქვეყანაში, ამ შემთხვევაში, საქართველოში. მოათავსეს კონტეინერში და გამოუშვეს საქართველოში. ასევე, რაც სამწუხარო მოვლენაა, ასეთი ადამიანი, რომელიც პრაქტიკულად აღიარებს, რომ არის აგენტი, ცხრა წელი ქვეყანას მართავდა და სწორედ ამის გამო მიიყვანა ქვეყანა იმ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობამდეც მიიყვანა. ასეთი პრეზიდენტები საქართველოში მომავალში აღარ უნდა ვიხილოთ. ზოგადად, ასეთი ადამიანები პოლიტიკის წინა „პლანზე“ საქართველოში აღარასდროს უნდა იყვნენ“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში დაბრუნება უნდოდა, მაგრამ დრო იყო ცუდი. მიხეილ სააკაშვილის თქმით, გამორიცხული არ არის, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში მისი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა