მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის თავმჯდომარეთა სხდომაში მიიღო მონაწილეობა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ქ. სტოკჰოლმში, ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) თავმჯდომარეთა სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, სხდომაზე, შვედეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე და ევროპის მომავალზე იმსჯელეს.

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს, როგორც ევროკავშირის ერთგული პარტნიორი ქვეყნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე და გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა:

„საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი სხვადასხვა მიმართულებით თვალსაჩინოა. მოველით, რომ ევროკავშირი სათანადოდ შეაფასებს ჩვენს ძალისხმევას და საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, იმისათვის, რომ აღარ დარჩეს სივრცე სპეკულაციებისთვის და სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად გავაგრძელოთ ჩვენი ევროპული გზა",- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სხდომაზე, ცალკე სესია ევროკავშირში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხს დაეთმო.

აღნიშნულ საკითხზე გამოსვლისას, მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს თანამშრომლობაზე ევროკავშირის ქვეყნებთან და ევროპულ ინსტიტუტებთან, ასევე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს მიღწევებზე.

„ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და მრავალი მიმართულებით, თვალსაჩინო და ხელშესახებ შედეგებს მივაღწიეთ. საქართველო კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს იმისათვის, რომ წვლილი შეიტანოს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ერთობლივ ძალისხმევაში და მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპელ პარტნიორებთან, მათ შორის ევროპული ინსტიტუტების ფარგლებში, როგორიცაა, ევროპოლი, ევროჯასტი და ფრონტექსი", - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სიტყვით გამოსვლისას.

ევროპულ საქმეთა კომიტეტების შეხვედრაში, ასევე, შინაგან საქმეთა საკითხებში ევროკომისარი ილვა იოჰანსონი, ევროპარლამენტის ვიცე პრეზიდენტი ოტმარ კარასი, შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარე ანდრეას ნორლენი, შვედეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი ჯესიკა როზვალი და ევროკავშირის საკითხებში შვედეთის სახელმწიფო მდივანი კრისტიან დანიელსონი მონაწილეობდნენ.

შეხვედრა, რომელსაც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, - შვედეთი მასპინძლობს, სტოკჰოლმში 29-30 იანვარს გაიმართა და მასში ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები მონაწილეობდნენ”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა