ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორალური ბაზის 90%-ზე მეტი სააკაშვილზეა მიბმული - სააკაშვილი მავზოლეუმში ლენინივით ჰყავთ

ლევან ხაბეიშვილის არჩევა არის მათი თავის სატკივარი, ვინც ჯერ ლიდერად შექმნა და მერე აირჩია, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევა.

როგორც მან “პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, რაც უფრო შესუსტდება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური დომინანტობა, მით უკეთესი იქნება ნორმალური პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბებისთვის.

მისივე შეფასებით, ის გზა, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს არჩეული, არის „არსაითკენ“.

„ეს ქართულ პოლიტიკას ხელს აძლევს, შედარებით უფრო ნორმალური თამაშის წესის და ქცევის დამკვიდრებას.

ლევან ხაბეიშვილი არის კოლექტიური წარსული, რომელიც ჯერ კონვულსიურად, მაგრამ იბრძვის, რომ თავი გადაირჩინოს. ხაბეიშვილი ამბობს, რომ ნორმალური არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა არ გამოვა და იძახის, რომ მე ყველაზე მუხრუჭებმოშლილი პოლიტიკოსი ვიქნები. ეს არის იმათი თავის სატკივარი, ვინც ჯერ ლიდერად შექმნეს და მერე აირჩიეს.

ჩვენ არ მოგვიწოდებია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ აერჩიათ გზა არსაითკენ, რაც არჩეული აქვთ. ეს არის მათი შეგნებული არჩევანი. რა გვაკეთოთ ჩვენ? - არ ვთქვათ, რომ ეს არის გზა არსაითკენ? ეს არის გზა, რომელიც ქვეყანას კარგს არაფერს არ უქადის. ის პოლიტიკა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ატარებს, არის გზა ცუდისკენ და ამის მოტრიალება ქართულ რეალობაში და მისთვის რამე სახელისუფლო ბერკეტის მიცემა არის დამანგრეველი.

ის არჩევანი, რაც მათ ჯერ კულუარულად გააკეთეს და შემდეგ ე.წ. არჩევნებით გააფორმეს, არის მათი არჩევანი. ვხედავთ, რომ ყველა პოლიტიკური სპექტრი [ოპოზიცია] ცდილობს დისტანცირდეს ამ ბოლო გადაწყვეტილებისგან, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მოიხარშა.

რა ხმების მომტანია საზოგადოებაში მერაბიშვილი, კეზერაშვილი და ა.შ.? ან გათვლა იყო სრულ ამნეზიაზე, რომ საზოგადოებაში სრული ამნეზიაა, ან მეტი რა შედეგის მომცემია? საზოგადოებაზე, არც კეზერაშვილს და არც მერაბიშვილს რამე გავლენა არ აქვს, პირიქით ეს არის უარყოფითი გავლენა საზოგადოებაზე“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

უმრავლესობის წევრის შეფასებით, მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ჯერ კიდევ გააჩნია ელექტორალური ბაზა,

„ამის უარყოფა არ შეიძლება. „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ ელექტორალურ ბაზას თუ შევაფასებთ, დაახლოებით 90%-ზე მეტი სააკაშვილზეა მიბმული, აქედან გამომდინარე ეს ბაზა მცირდება. დარჩენილია ის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია, დავა რიგითი პოლიტიკური პარტიის ელექტორალურ შესაძლებლობამდე.

ჩვენ დავინახეთ, რომ ოპოზიციაშიც ბევრს მოეწონა ეს შედეგი. იმიტომ, რომ ბევრმა შანსი დაინახა იმისა, რომ იქნება მორალური უფლება, მაინც გაუჩნდეთ იმისა, რომ თქვან - ამ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ საქმეს ვერ დავიჭერთ “,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

კითხვაზე, ემზადება თუ არა „ქართული ოცნება“ ოპოზიციის რადიკალური ნაბიჯებისთვის, ქადაგიშვილის თქმით, ალბათ გამოუვათ არეულობა, მაგრამ სად გამოუვათ ეს არის საკითხავი.

„ხაბეიშვილს და ამ პარტიას რადიკალიზმის დემონსტრირების მეტი სხვა არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. მეტიც გაცხადებული მიზანია - არჩევნებით ვერ გავიმარჯვებთ, ამიტომ ყველაფერზე წამსვლელები ვართ.

მცირე რესურსის მქონე ამრევებს ჰგონიათ, რომ თუ დიდი რესურსის ამრევებს დაუამხანაგდებიან, დიდი არეულობა გამოუვათ. ალბათ, გამოუვათ არეულობა, მაგრამ სად გამოუვათ ეს არის საკითხავი. საბოლოო ჯამში ისევ იქ გამოუვათ, სადაც აქამდე გამოსდიოდათ, ერთმანეთში. რა თქმა უნდა, მოინდომებენ რაღაცა გააფუჭონ, რაღაცა ექსტრემალური მოახდინონ. ეს სააკაშვილი რომ იტყვიან, მავზოლეუმში ლენინივით ჰყავთ, ყველა ამის გარშემო ტრიალებს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა