პაკისტანში, მეჩეთში ბომბის აფეთქების შედეგად სულ მცირე 59 ადამიანი დაიღუპა, 157 კი - დაშავდა

პაკისტანის ქალაქ პეშავარში, მეჩეთში ბომბის აფეთქების შედეგად სულ მცირე 59 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თავდსხმის სამიზნე პოლიციელები იყვნენ, რომლებიც მეჩეთში ლოცულობდნენ.

აფეთქება შუადღის ლოცვის დროს ქალაქის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში, ავღანეთთან საზღვრის ახლოს მოხდა.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრის, შეჰბაზ შარიფის განცხადებით, ტერორისტებს სურთ შექმნან შიში მათზე თავდასხმით, ვინც პაკისტანის დაცვის მოვალეობას ასრულებენ.

საავადმყოფოს წარმომადგენელმა BBC-ს განუცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი 59-ს, დაშავებულების კი - 157-ს შეადგენს.

სამაშველო ოპერაცია გრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ დაღუპულებისა და დაშავებულების რაოდენობა გაიზარდოს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, მაგრამ მას პაკისტანის „თალიბანს“ უკავშირებენ.

BBC-- წერს, რომ დაჯგუფებამ ნოემბერში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დასრულების შესახებ განაცხადა და მას შემდეგ მათი მხრიდან ძალადობა მატულობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში