პაატა მანჯგალაძე - არც ერთი გაერთიანების წინააღმდეგი არ ვართ, მთავარია, ევროპაში ინტეგრაციის, „ქართული ოცნების“ ჩამოშორების საკითხზე შეთანხმება, ვფიქრობ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ღირებულებების ერთგულია და საერთო ენას ბევრ საკითხზე ვიპოვით

არც ერთი გაერთიანების წინააღმდეგი არ ვართ, მთავარია, ევროპაში ინტეგრაციის, „ქართული ოცნების" ჩამოშორების საკითხზე და იმაზე, რომ რუსული ჭაობისკენ არ წავიდეთ, კოორდინაცია გვქონდეს, ვფიქრობ ამ ღირებულებების ერთგულია „ნაციონალური მოძრაობა", ჩვენ ვიპოვით ბევრ საკითხზე საერთო ენას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძე „ნაციონალურ მოძრაობაში" ჩატარებულ არჩევნებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარტიის ახალი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ სკეპტიციზმის საფუძველი არ აქვს.

რაც შეეხება მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, ნიკა მელია ხაზარაძის გუნდს შეუერთდეს, მანჯგალაძე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ოპოზიციას, ვისთვისაც ევროინტეგრაცია და "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან გაშვება სურს, კოორდინაცია ჰქონდეთ.

„რა გეგმებზეც საუბრობდა ლევან ხაბეიშვილი, არ მაქვს სკეპტიციზმის საფუძველი. ის საუბრობდა, რომ ძველი სახეები, რომლებიც მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებზე იყვნენ, არ ბრუნდებიან და სურს განახლება, რასაც მივესალმები. [საერთო გეგმაზე] ოფიციალური კონსულტაციები არ გვქონია, თუმცა, პარლამენტში, რა თქმა უნდა, შევხვედრივარ და ის ამბობს, რომ ახლა ერთიანი ფრონტით ხელისუფლების ჩამოშორების დროა. მესმის, რომ არის კითხვები კეზერაშვილთან, მერაბიშვილთან დაკავშირებით, ამას თვითონ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა მხარდამჭრებმა უნდა უპასუხოს. „სტრატეგია აღმაშენებელი“ არც ერთ ფორმატში არ თანამშრომლობს ამ ადამიანებთან, ვისაც ასახელებთ. მელია - ხაზარაძეს რაც შეეხება, ჩვენ არც ერთი გაერთიანების წინააღმდეგი არ ვართ, მთავარია, რომ ევროპაში ინტეგრაციის, „ქართული ოცნების“ ჩამოშორების საკითხებზე და იმაზე, რომ რუსული ჭაობისკენ არ წავიდეთ, გვქონდეს კოორდინაცია. თუ ამ ღირებულებების ერთგულია „ნაციონალური მოძრაობა“, ჩვენ ვიპოვით საერთო ენას“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძე ასევე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც აცხადებს, რომ „სააკაშვილი ჩვეულებრივი აგენტია“.

როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, კობახიძის განცხადებებს ლოგიკა არ აქვს და სჯობს, იმაზე ჩამოყალიბდეს, მტერია თუ არა რუსეთი.

„კობახიძე ჯერ იმაზე ჩამოყალიბდეს, რუსეთი მტერია თუ არა. ვერ დავეწიე მის ლოგიკას, რომელიც ოპოზიციას ხან დასავლეთის და ხან რუსეთის აგენტებს ეძახის. მე თუ მკითხავთ, ის თავად არის რუსეთის ინტერების გამტარებელი ქვეყანაში”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა