„ჯეოქეისმა“ საქართველოს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივასთან დაკავშირებით მორიგი ვებინარი გამართა

ანალიტიკურმა ცენტრმა „ჯეოქეისი“ თემაზე - "საქართველოს ევროპული პერსპექტივიდან კანდიდატის სტატუსამდე: ევროკავშირის კითხვარის შეფასების მოლოდინში" - მორიგი ვებინარი გამართა.

„ჯეოქესისის“ ინფორმაციით, დისკუსიის მიზანი იყო საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე არსებული გამოწვევების და პერსპექტივების განხილვა. ასევე, ფართო საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება, იმ რეფორმების შესახებ რაც უკვე განხორციელდა ან მიმდინარეობს ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმების შესასრულებლად.

ონლაინ დისკუსიას მოდერატორობას „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი უწევდა. მომხსენებელი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, დავით ბუჯიაშვილი იყო.

„განხილვისას, საუბარი შეეხო ევროკომისიის მიერ შედგენილი კითხვარის საფუძველზე შევსებული ანგარიშის პრაქტიკულ დანიშნულებას და მასთან დაკავშირებულ მოლოდინებს.

დავით ბუჯიაშვილმა კითხვარის მეორე - სექტორული ნაწილი მიმოიხილა და ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ სხვადასხვა დარგში წარმატებით განხორციელებულ რეფორმებს.

მისი თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან, რასაც ევროინტეგრაცია ითვალისწინებს, არამედ კანონების ეფექტიანად აღსრულებაც, რა მიზნითაც ჩამოყალიბდა არაერთი ინსტიტუტი, მათ შორის სურსათის უვნებლობის სააგენტო, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო, კონკურენციის სააგენტო, ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის სააგენტო შინაგან საქმეთა სამინისტროში“, - ნათქვამია „ჯეოქეისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, დავით ბუჯიაშვილმა აღნიშნა, რომ რეფორმები წარმატებით განხორციელდა გარემოს დაცვის, ადამიანის უფლებების დაცვის, შრომის უფლებების დაცვის სფეროებში და პენიტენციურ სისტემაში.

„ჯეოქეისის“ ინფორმაციით, განსაკუთრებით გამოყო საჯარო სამსახურის რეფორმა.

მისივე აზრით, ევროკავშირის კითხვარზე ამომწურავი პასუხები საქართველოს საჯარო მოხელეების კვალიფიკაციამ და მდგრადობამ განაპირობა. ვინაიდან მთავრობის ცვლილებასთან ერთად არ მოხდა საჯარო მოხელეების შეცვლა - საქართველომ შეინარჩუნა ის კადრები, რომლებიც წლების მანძილზე ევროინტეგრაციის თუ სხვა სექტორულ მიმართულებებზე მუშაობდნენ, ინსტიტუციური მეხსიერება შენარჩუნდა და ეს ყველაფერი აისახა კითხვარის მომზადებასა და, ზოგადად, რეფორმების განხორციელებაზე.

საჯარო მოხელეთა განსაკუთრებული წვლილი აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმაც.

"ქართული საჯარო სამსახური, ქართველი მოხელე გამოირჩევა შედარებით მაღალი კომპეტენტურობით, პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულებით საქმისადმი და, ალბათ, ის პროგრესი, რასაც ჩვენ მივაღწიეთ ამ გზაზე, მათ შორის, კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული ჯგუფის დამსახურებაა. ესაა თავდაუზოგავი, ხშირად დაუფასებელი შრომის შედეგი. თუმცა, ამ შრომის მთავარი დაფასება იქნება ჩვენი ისტორიული პერსპექტივა და მომავალი, ჩვენი ქვეყნის გაძლიერება, მისი მყარად ფეხზე დადგომა ეკონომიკური, პოლიტიკური თუ უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამიტომ, მე ვსარგებლობ შემთხვევით, რომ საქართველოს საგარეო უწყებას ჩემი მოქალაქეობრივი მადლობა ვუთხრა ამ დაუღალავი და ტიტანური შრომისათვის“, - განაცხადა ყიფიანმა.

„ჯეოქეისის“ ცნობით, დისკუსია შეეხო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პრაქტიკულ სარგებელსაც, რასაც, მომხსენებლის თქმით, ექსპორტის ზრდა, სავაჭრო ურთიერთობების სტანდარტების დონეზე დაახლოება, მეტი ინვესტიცია, მეტი ადამიანის დასაქმება და ეკონომიკური განვითარდება წარმოადგენს.

„მოდერატორის კითხვაზე თუ რა დამატებითი ინიციატივები და ღონისძიებები ტარდება ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების მიზნით, დავით ბუჯიაშვილმა განაცხადა: "მთავარია რეფორმირების კუთხით შევინარჩუნოთ თანმიმდევრულობა და გავაგრძელოთ რეფორმების პროცესი, იქნება ეს სექტორული რეფორმები თუ პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და დარგობრივი ინტეგრაცია. ქვეყნის შიგნით არსებული პროგრესი, თავისთავად განსაზღვრავს ქვეყნის გარეთ პოლიტიკური ქულების დაწერასა და საგარეო ფრონტზე დადებულ შედეგებს.“

ვებინარის დასასრულს გამოითქვა მზაობა, რომ ევროკომისიის მიერ კითხვარის შეფასების გამოქვეყნების შემდეგ კვლავ გაიმართოს ონლაინ დისკუსია შედეგების დეტალების განსახილველად და საზოგადოების ინფორმირებულობის მიზნით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვებინარის ჩანაწერი

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა