ხორვატიის პრეზიდენტი - წინააღმდეგი ვარ უკრაინაში ნებისმიერი ლეტალური იარაღის გაგზავნის, ეს ომს ახანგრძლივებს

ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი ნატო-ს მოკავშირეებს უკრაინისთვის ტანკების მიწოდების გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი ომის გახანგრძლივებას იწვევს.

„წინააღმდეგი ვარ იქ ნებისმიერი ლეტალური იარაღის გაგზავნის. ეს ახანგრძლივებს ომს. რა არის მიზანი, რუსეთის დაშლა, ხელისუფლების შეცვლა? საუბარია რუსეთის დაშლაზეც. ეს სიგიჟეა", - აღნიშნა ხორვატიის პრეზიდენტმა.

მილანოვიჩმა დაგმო გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინისთვის „ლეოპარდ 2“-ის ტანკების მიწოდებს შესახებ.

„გერმანული ტანკები რუსეთში - წარმატებებს გისურვებთ ამაში“, - განაცხადა მილანოვიჩმა.

ხორვატიის პრეზიდენტის მტკიცებით, 2014 წელს მოსკოვის მიერ ანექსირებული ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში დარჩება.

„ნათელია, რომ ყირიმი აღარასოდეს იქნება უკრაინის ნაწილი“, - აღნიშნა ზორან მილანოვიჩმა.

ავთანდილ წულაძე - საქართველოსა და კავკასიის რეგიონის მიმართ ტრამპის პოლიტიკა უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე ბაიდენის
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2025
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს